| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

8 მაისს თელავის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით ჩატარდა ვებინარი თემაზე - „უკეთ გავიცნოთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველები“.
ვებინარის ორგანიზატორები იყვნენ ეკოკლუბის ხელმძღვანელი მარიამ ნაცვლიშვილი და ამავე სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ნინო ცისკარიშვილი.
IIIა და IIIბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები. მათ ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია სხვადასხვა ფრინველის შესახებ და დაგეგმეს ერთობლივი აქტივობა, რითაც შეუერთდებიან ბაღის ფრინველთა საათს. პარალელური კლასის მოსწავლეებმა ასევე შექმნეს ერთობლივი ვიდეორგოლი ბაღის ფრინველთა პოპულარიზაციისთვის. მსგავსი აქტივობები ეკოკლუბისთვის ახალი არ არის, თუმცა ონლაინ ფორმატში მუშაობა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა.
სკოლის დირექცია შემდგომ წარმატებებს უსურვებს პედაგოგებსა და მათ მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტო
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა