სიახლეები
პიროვნება

„არ ვითვლით - რამდენი ღამე არ გვძინავს ან სახლში როდის ვიყავით... ასეთია ჩვენი პროფესია“ - ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი თეა გურგუჩიანი
30-04-2020
-
+


თეა გურგუჩიანი ცაგერის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორია და ამ თანამებობას 2007 წლიდან იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმ-პედიატრს მაშინაც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე უწევდა დგომა, ახლა განსაკუთრებით დატვირთული გრაფიკი აქვს - ალბათ არც დაუთვლია, მერამდენე ღამეა წესიერად არ დაუძინია და სავარაუდოდ, არც ის ახსოვს, ადამიანურად ბოლოს როდის ისადილა, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, ქალბატონი თეასთვის უმთვრესი მოსახლეობის დაცვაა ვერაგი ვირუსისგან, რომლის შესახებ, სამწუხაროდ, დღემდე ბევრი არაა ცნობილი. როგორ უმკლავდება ცაგერი გამოწვევას? როგორ ეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლობასა და მედპერსონალს? უნდა გავასიერნოთ თუ არა ბავშვები ჰაერზე და როგორ უნდა ვიკვებოთ, რათა კარგი იმუნიტეტი გვქონდეს? - ამ კითხვებზე პასუხებს ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ექიმ-პედიატრის, თეა გურგუჩიანის ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს რაიონში  სიტუაცია არის მართვადი, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, მედპერსონალი... ლენტეხსა და ონში გახსნილია ცხელების ცენტრები.

- მოწინავე ხაზზე იბრძვით...

- ჩემს კოლეგებთან ერთად ვიბრძვი ვირუსის დასამარცხებლად და სხვაგვარად წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ პედიატრი ვარ, 2007 წელს დავინიშნე ცაგერის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორად და დღემდე ვმუშაობ ამ თანამდებობაზე.

- ქალბატონო თეა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა?

- რა თქმა უნდა - საქმე ხომ  ადამიანების სიცოცხლესთან გვაქვს; ჩვენი მიმართულებაა  პრევენციული ღონისძიებების გატარება და საერთოდ, ჩვენი პროფესია ძალიან საპასუხისმგებლოა. ამჟამად რეგიონი ჩაკეტილია, წითელ ზონადაა გამოცხადებული, ცაგერის რაიონში გვყავს კონტაქტები, რომელთა რაოდენობა ჩვიდმეტია; მიმდინარეობს მონიტრინგი და ჯერჯერობით, მშვიდი ვითარება გვაქვს.

- ადგილობრივი ხელისუფლება რამდენად გიდგათ მხარში?

- 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ვგრძნობთ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას, მუდმივ კონტაქტზე არიან, საკმარისია, ვთქვათ, რომ რაიმე გვჭირდება, არაფერზე იხევენ უკან და ეს დღევანდელ რეალობაში უმნიშვნელოვანესია. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ასე იყო ეპიდემიამდეც. საუბარი მხოლოდ მედპერსონალზე არ მაქვს - ჩვენ მუნიციპალიტეტში ყველაფერი კეთდება მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

- ქალბატონო თეა, ვიდან ითქვა, რომ კორონავირუსი ბავშვებზე არ ვრცელდებოდა...

- სამწუხაროდ, ვირუსი განიცდის მუტაციას; საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, ბავშვებიც ინფიცირდებიან, თუმცა, საბედნიეროდ,მათ შემთხვევაში დაავადება შედარებით მარტივი ფორმით მიმდინარეობს, გვაქვს გამოჯანმრთელების შემთხვევები და მარტივად რომ ვთქვათ - ბავშვები ამ ეტაპს შედარებით იოლად გადიან.

- ასე მათი იმუნიტეტის გამო ხდება?

- სამწუხაროდ, „კოვიდ 19“- ზე ინფორმაცია ნაკლებია, თუმცა ასეთი ვარაუდი ნამდვილად არსებობს, რომ იმუნიტეტზეა დამოკიდებული დაავადების განვითარება.

- ბოლო დროს ზოგი ექიმი გვირჩევს, ბავშვები სუფთა ჰაერზე გავასეირნოთ. დამეთანხმებით, ადვილი არაა, მოზარდის ოთხ კედელში გამოკეტვა.

- რას ვიზამთ - უნდა გავუძლოთ, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს! სწორედ კონტაქტია ვირუსის გავრცელების მიზეზი. ახლა პიკის ფაზაში იმყოფება ჩვენი ქვეყანა და სხვა გზა არ გვრჩება - უნდა დავრჩეთ სახლში! მით უმეტეს, ბავშვები ვერ აკონტროლებენ, ხელი არაფერს მოკიდონ ქუჩაში, ვირუსი კი, როგორც ვთქვი, კონტაქტით ვრცელდება. დისტანცია და სახლში დარჩენა - ესაა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გადარჩენის შანსი.



- თავად როდის იყავით ბოლოს სახლში ან როდის გეძინათ წესიერად, ქალბატონო თეა?

- ... ამას ექიმები არც ვაქცევთ ყურადღებას, არ ვითვლით - რამდენი ღამე არ გვძინავს ან სახლში როდის ვიყავით... შექმნილი მდგომარეობა ამის საშუალებას არ გვაძლევს და საერთოდ, ასეთია ჩვენი პროფესია.ოჯახში კი მეუღლე და ორი შვილი მელოდება, რომლებიც ახლა სოფელში არიან.

- რა პროდუქტის მიღებას ურჩევდით მოსახლეობას კარგი იმუნიტეტისთვის?

- იკვებონ კარგად, მიიღონ მეტი სითხე, ხილი და ბოსტნეული...

- ქალბატონო თეა, ინფიცირებულთა შორის ექიმებიც არიან, თქვენ არ გეშინიათ?

- მეც მეშინია, მაგრამ ჩემი პროფესია მოითხოვს, რომ ხალხის გვერდით დავდგე და  დავიცვა. იმედია, ღირსეულად დავძლევთ ამ ვირუსს, ოღონდ მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს - აუცილებლად დარჩით სახლში და დაიცავით დისტანცია!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია

მანდატურის სამსახურმა ვაკანსია 64 ახალი კადრის მისაღებად გამოაცხადა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - წელს ასტროლინგვისტიკისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამაზე ვეღარ ჩააბარებთ

ცვლილებაა - უმაღლესებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა და პროგრამების ჩამონათვალი განახლდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი თეა ბჟალავა პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა იმსჯელეს და დაადგინეს ორი ნიშანი, რომლებიც განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს, გაარკვიეს მოცემული ნომერი საგუნდოა თუ საანსამბლო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

„25 თებერვალი გვახსენებს, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია და მისი დაცვა თითოეული მოქალაქის ვალია“

 

 

სკოლაში ახარებთ ხელოვნების პედაგოგის პედაგოგის საინტერესო ინიციატივები და მოსწავლეთა შემოქმედებითობა

საინტერესო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება