სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

Innovators Group Georgia სქულბუქის სკოლებში დანერგვას განაგრძობს
14-08-2017
-
+


SchoolBook - სკოლის მართვის ავტომატიზებული სისტემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიურად ინერგება. 

ახალი სასწავლო წლიდან SchoolBook-ით ისარგებლებენ: ''ევროპულ სკოლაში'', ''თბილისის მწვანე სკოლაში'', ''ქართულ - ამერიკულ სკოლაში'' ( დაწყებით, საბაზო და ახლა უკვე საშუალო საფეხურზე) და თბილისის კერძო სკოლა ''პოლიგლოტში''. ახალ ეტაპზე გადავიდა თანამშრომლობა ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა ''პროგრესთან''. ''პროგრესელები'' სკოლის მართვის ელექტრონული სისტემის განახლებული ვერსიით როგორც ქუთაისსა და ბათუმში, ასევე თბილისში ისარგებლებენ. სქულბუქით დაინტერესდა ცნობილი კერძო სკოლა ''ბრიტანულ-ქართული აკადემია'', ასევე ''ათასწლეულის სკოლა''. აღნიშულთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები და განიხილება მომავალი თანამშრომლობის საკითხები. 

 

 

სკოლის მართვის ელექტრონული სისტემის განახლებული ვერსია პირველად საჯარო სკოლებისთვისაც ხდება ხელმისაწვდომი. სქულბუქი ამაზე აქტიურად მუშაობს. 

Innovators Group Georgia-ს მიერ შექმნილი სკოლის მართვის ავტომატიზებული სისტემა ბაზარზე 2014 წლიდან არსებობს. იგი ერთ სივრცეში უყრის თავს: ელექტრონულ ჟურნალს, ელექტრონულ საქაღალდეს, ექიმის, ფსიქოლოგის, ბიბლიოთეკის, კათედრებისა და კლუბების მოდულებს. 



დღესდღეობით, SchoolBook-ის პროგრამული უზრუნველყოფით, 20-ზე მეტი კერძო სკოლა და დაახლოებით, 23 000 მომხმარებელი სარგებლობს ქვეყნის მასშტაბით. სქულბუქი სკოლის შიგნით მიმდინარე პროცესების ეფექტურ მენეჯმენტს უზრუნველყოფს. იგი ამარტივებს სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობას. 

''ჩვენი მიზანი სასწავლო პროცესების ელექტრონიზაციაა. სისტემა უზრუნველყოფს ქაღალდის დოკუმენტის ელექტრონულით ჩანაცვლებას და სასწავლო პროცესების მუდმივ მონიტორინგს. სქულბუქი ნერგავს და ხელს უწყობს ციფრული კულტურის დამკვიდრებას სკოლაში. სკოლის მართვა ასე უფრო მარტივი და კომფორტულია!'', - აღნიშნავს ''სქულბუქის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, გიორგი ლიქოკელი.



იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება