სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია, ერთი სამედიცინო სფეროს თანამშრომელია - COVID 19-ის მონაცემები საქართველოში
30-03-2020
-
+


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. მათ შორის, ერთი სამედიცინო სფეროს თანამშრომელია, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეც არის განთავსებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4978 ადამიანია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 266 პირი. ამასთან, 100 ინფიცირებული ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ უწყებათშორის საკოორდინაციო საბვჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, მოქალაქეებს კი ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ.

იხილეთ ასევე: საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - ახალი აკრძალვები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება