სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოდიაქოს ერთი ნიშანია ყველაზე იღბლიანი, კურო კი ყველაზე პრობლემურია - თქვენ, რა გელით ამ კვირაში?
30-03-2020
-
+


პლანეტების წყობა საქართველოს მხარეს არის, აპრილის ბოლოს სიტუაცია გაუმჯობესდება და საბოლოოდ, ივნისში დასრულდება - ამბობს მიხეილ ცაგარელი და ამ პერიოდს ასტროლოგიურ ჭრილში მიმოიხილავს. მისი თქმით, ახლა ვერძის ზონაში ვართ და ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი აგრესიულობაც თან ახლავს.
 
ასტროლოგი ცვლილებებსაც აანონსებს და აცხადებს, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ვემზადებით მეოთხე ზონაში გადასასვლელად. 

დღეს მარსი მერწყულის ზოდიაქოში გადადის, რაც ნიშნავს, რომ არასტანდარტული და ორიგინალური მოქმედებების გამოვლინდება. ისეთ საქმეებს გააკეთებთ, რაზეც ადრე ხელი არ გეწყობოდათ

პარასკევს კი პლანეტა ვენერა გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. უფრო ზედაპირული, ჰაეროვანი ელფერი იქნება, კომუნიკაცია და  ურთიერთობები უფრო საინტერესო გახდება.

ამ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის, ასეთია:

ვერძი:
აქტიური, ენერგიული, მახვილგონიერი და შარმიანი ხართ. თქვენი პრობლემაა სულსწრაფობა და იმპულსურობა, ამან შეიძლება ფინანსური დანაკარგებიც კი მოგიტანოთ. ამიტომ ამ კუთხით იყავით ყურადღებით. წარმატების შანსი და იმუნიტეტი ყველაზე მაღალი თქვენ გაქვთ.  

კურო: ამ კვირაში ყველაზე პრობლემური ნიშანი ხართ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თუმცა გაქვთ შანსი, ონლაინ სისტემაში ჩაერთოთ საინტერესო პროექტებში და იპოვოთ ის ადამიანები, ვინც წინსვლაში დაგეხმარებათ. მაგრამ ერთი გაფრთხილება თქვენ: როგორც გურმანი ნიშანი, იყავით მოზომილი კვებასთან დაკავშირებით სახლში ყოფნის დროს. 

ტყუპი: თქვენი მთავრი პრობლემაა ის, რომ ვერ იღებთ ავტორიტეტებს. შეიძლება გქონდეთ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან პრობლემები, რადგან რჩევის მიღება არ გსურთ და აგრესიული ხდებით. ამ კუთხით პრობლემა გელით სახლშიც და სამსახურშიც, ამიტომ უფრო ტაქტიანი უნდა იყოთ. კარგი დრო გაქვთ იდეები დააგროვოთ და ადამიანები გაიცნოთ.

კირჩხიბი: ენერგოტონუსი მცირდება, არ გადაიღალოთ. თქვენი განსაკუთრებული იუმორი დაგეხმარებათ ამ პერიოდში. თუმცა 1 აპრილს, იუმორის დღეს, ყველა არ იქნება ამ განწყობას, ამიტომ ცოტა ფრთხილად ხუმრობებთან. საქმიანი კუთხით კარგი დროა, შეგიძლიათ ძველი პრობლემები და ურთიერთობები თქვენთვის სასარგებლოდ გადაწყვიტოთ. 

ლომი: ქარიზმა გაქვთ და ინტელექტუალური ხართ. ყველა დონეზე პოზიტიური შესაძლებლობები გაქვთ. თქვენი ენერგოტნუსიც მაღალია.

 
ქალწული: თქვენი ჯანმრთელობა სუსტდება, არ გადაიტვირთოთ ზედმეტი კონტაქტებითა და საქმეებით. შესაძლებლობა გაქვთ ძველი საქმეები დაასრულოთ და ძველი ურთიერთობები ახლებულად გაახალისოთ. ინტერნეტით საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსიც გაქვთ. 


სასწორი: შემოქმედებითი პერიოდი გაქვთ და ეს ერთ-ერთი საუკეთესო დროა ამ კუთხით თქვენთვის წლის განმავლობაში. მოგების ტენდენცია მაღალია, ამიტომ თამაშებში მიიღეთ მონაწილეობა. შეიძლება მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია, რაც შემდეგში თქვენს წარმატებას განაპირობებს.

 
მორიელი: ენერგიის დეფიციტი გაქვთ, ნუ გადაიტვირთებით, სარკასტულ გამოთქმებს მოერიდეთ. გადაერთეთ მშვიდ რიტმზე, ინტრიგები და ჭორები თქვენს საწინააღდეგოდ არის გაძლიერებული,  მოერიდეთ ზედმეტ კომენტარებს. 

მშვილდოსანი: ოჯახური ბიზნესისთვის კარგი პერიოდია, შეიძლება ინტერნეტით კარგი კონტაქტები დაამყაროთ და მეგობრული კავშირებიც გაგიჩნდეთ. ეს პერიოდი გაძლევთ შესაძლებლობას, სამომავლოდ, კარგი საქმეების წამოწყებისთვის. 

თხის რქა: ენერგოტონუსი კლებულობს, ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, მოერიდეთ ხალხმრავლობას. საქმიანი კუთხით კარგი დროა, შეიძლება ის ჯგუფი შეკრიბოთ, რომელიც თქვენს იდეებს იზიარებენ. ეს შემდეგში საინტერესო პროექტებს მოგიტანთ. 

მერწყული: ერთ-ერთ წარმატებული ხართ ამ დღეებში. თუ გინდათ ხმამაღალი განცხადებებიც გააკეთეთ, ყველაფერს მიიღებს საზოგადოება. საკუთარი რეკალმირება გააქტიურეთ. აუცილებლად ჩადებენ თქვენ შესაძლებლობაში დივიდენდებს. 

თევზები: მეგობრებისა და ახლობლებისგან თანადგომას იგრძნობთ. თუმცა ენერგოტონუსი მცირდება. მოერიდეთ ახალი საქმის წამოწყებასა და პროექტებს. შემოქმედებით სფეროში იმოქმედეთ ინდივიდუალურად. ეს პერიოდი დასვენებისა და სულიერი ტრანსფორმაციის საშუალებას გაძლევთ. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება