| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„პირი, რომელიც სქესობრივი ხასიათის დანაშაულებზეა მსჯავრდებული, ვეღარ შეძლებს ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე ქმედების განხორციელებას: საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობას; არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო, სასწავლო, სააღმზრდელო მომსახურების გაწევას; არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლის გარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში ყოფნას“, - აღნიშნული შეზღუდვები „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონში განისაზღვრა.
აღსანიშანვია, რომ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა რეესტრი 1-ელ მაისამდე შეიქმნება და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.
„შს სამინისტრო, რეესტრის წარმოების მიზნით, მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემების, მათ შორის ნასამართლობის, დაქტილოსკოპიური და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, დამუშავებას განახორციელებს, რეესტრის შექმნისა და მონაცემთა დამუშავების წესი კი, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.
შეგახსენებთ,რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (80 ხმით) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, სქესობრივი ხასიათის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას ერთი ან რამდენიმე უფლება.
„პირი, რომელიც სქესობრივი ხასიათის დანაშაულებზეა მსჯავრდებული, ვეღარ შეძლებს ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე ქმედების განხორციელებას: საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობას; არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევას; არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლის გარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში ყოფნას; სოციალურ მუშაკად მუშაობას, საექიმო საქმიანობას; ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანას.
გარდა ამისა, იმ დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირს, რომელიც დაკავშირებულია ტრეფიკინგთან, სქესობრივი ხასიათის დანაშაულებთან, პროსტიტუციაში არასრულწლოვნის ჩაბმასთან, ასევე არასრულწლოვნის პორნოგრაფიული მასალების დამზადება/გასაღებაში ჩართვასთან, შესაძლოა ჩამოერთვას არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება. ასევე, ჩამოთვლილი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირს შესაძლოა ჩამოერთვას პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებაც“, - აღნიშნულია კანონში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ