სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არდადეგებზე მოსწავლის აკადემიური მოსწრება ქულით არ შეფასდება - სკოლებმა შესაძლოა რეკომენდაციები მიიღონ
19-03-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით,  გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ქულებით არ შეფასდება. 

მინისტრის მოადგილის თქმით, მოსწავლეთა შეფასების ნაწილზე სამინისტრომ შესაძლოა, რეკომენდაციები გასცეს.

„როდესაც გახანგრძლივებული არდადეგები გვაქვს, აკადემიური მოსწრების შეფასება ნიშნით ვერაფრით ვერ მოხდება. თუ ჩვენ გადავალთ სხვა რეჟიმში, შეიძლება შეფასების ნაწილზეც გავცეთ რეკომენდაციები. იმ ფორმას, რასაც შევთავაზებთ, როგორ მოვახდინოთ მის ფარგლებში შეფასება. შეიძლება შეფასება სულაც არ მოვახდინოთ და საბოლოოდ მოსწავლემ თემაზე პროექტი წარმოადგინოს. მილიონი გზა არსებობს. დღეს ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა არის ახალი, თემებზე დაფუძნებული და არა ტექსტებზე. ამიტომ მოქნილობა სკოლას ამ ნაწილშიც ექნება“, - განაცხადა დგებუაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. 

ეკატრეინე დგებუაძის თქმით, სამინისტრო იზიარებს როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ასევე ინოვაციურ მეთოდებსაც გეგმავს.

„მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა საელჩოებთან, გამოცდილებასაც ვიზიარებთ, რადგან ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს არ აქვთ დიდი გამოცდილება. თუმცა, ისეთი გამოცდილების ქვეყანასაც კი, როგორიც ჩინეთია, ამასთან ტექნოლოგიურადაა გამართული, მათაც გაუჭირდა ტექნოლოგიაზე სრულად გადასვლა. ტექნოლოგიების კუთხით ნაწილი არის საერთაშორისო გამოცდილება, რადგან ვიყენებთ Microsoft-ის ლიცენზირებულ პროგრამებს, რაც დაცული სისტემაა ბავშვებისთვის და დაცული იქნება მათი უსაფრთხოება. ის რეკომენდაციები, რაც სკოლაში გავაგზავნეთ, სწორედ დაცული საიტების ჩამონათვალს მოიცავს. ინოვაციები, რასაც ვამუშავებთ ქართულ კონტენტზეა დაფუძნებული და დიდი ნაწილი არ არის საერთაშორისო გამოცდილების გადმოღება. გვაქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანის, რამაც არ იმუშავა, ამიტომ ქართულ კონტენტზე, კულტურაზე შესაძლებლობაზე დაფუძნებულ ინოვაციებს ვთავაზობთ“, - განაცხადა დგებუაძემ.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება