სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში ეპიდემია მარტის ბოლოს გადაივლის, კორონავირუსის წამალი კი აპრილში იქნება მზად?!
17-03-2020
-
+


ახალი კორონავირუსის 35 დადასტურებული შემთხვევა, სტაციონარებში განაწილებული 64 პაციენტი და კარანტინში მყოფი 1008 პირი - დღეის მდგომარეობით საქართველოში ეს მოცემულობა გვაქვს... აღარაფერს ვამბობთ მუშაობის ონლაინ-რეჟიმზე გადასულ სამსახურებზე, დახურულ სკოლებსა თუ სააღმზრდელო დაწესებულებებზე, მაღაზიებში დაცარიელებულ დახლებსა და სალაროებთან უზარმაზარ რიგებზე. მთავრობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, სამედიცინო პერსონალი მობილიზებულია და თითოეული ჩვენგანი მეტ-ნაკლები სიმშვიდით ელის, როდის გადაივლის ეს ვითარება ქვეყანაში.   

Etaloni.ge-ს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, გაუმხილა, რომ საქართველოში ეპიდემიური მდგომარეობა მარტის ბოლოსთვის გადაივლის:

„სიმართლე გითხრათ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ნაკლებად გვჯეროდა, რომ ქვეყანა და შესაბამისი ორგანოები სიტუაციის ამ დონეზე გაკონტროლებას შეძლებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მსოფლიო პანდემიას, ზოგ, ბევრად განვითარებულ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სიტუაცია ისე უჭირავთ, რისკები მინიმალურადაა შემცირებული. ეს ყველაფერი კი ექიმებს გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ მარტის ბოლოს ვითარება დასტაბილურდება“.

რაც შეეხება პრეპარატს, „ეტალონს“ მკითხველისთვის ინკოგნიტოდ დარჩენილმა ექიმმა ისიც გაუმხილა, რომ აპრილში ახალი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უკვე მზად იქნება,  - „პრეპარატზე რომ მუშაობენ, ეს სიახლე არავისთვისაა და ისიც ცნობილია, რომ საკითხს რამდენიმე ქვეყანა შეისწავლის, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყველაზე მეტი შანსი ფრანგულ კომპანია „გილეადს“ აქვს და მიუხედავად იმისა, ვადები არ ხმაურდება, სავარაუდოდ, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალება აპრილში უკვე ჩაეშვება“.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება