სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როგორ უნდა ელაპარაკოთ ბავშვებს კორონავირუსზე - 8 რჩევა, რომ საფრთხისგან დაიცვათ და ანუგეშოთ 
15-03-2020
-
+


როგორ უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს კორონავირუსზე და ვანუგეშოთ ისინი? - მას შემდეგ, რაც COVID-19-ის საფრთხემ მთელი მსოფლიო მოიცვა, ეს კითხვაც აქტუალური გახდა. შესაძლოა ბავშვებს გაუჭირდეთ იმის გაგება, რასაც ხედავენ ინტერნეტსივრცეში, ტელევიზიებში და რაც ესმით სხვა ადამიანებისგან.

გაეროს ბავშვთა ფონდი გთავაზობთ 8 რჩევას, როგორ უნდა ელაპარაკოთ მოზარდებს კორონავირუსზე, ანუგეშოთ და დაიცვათ ისინი:

დაუსვით ღია კითხვები და მოუსმინეთ

წამოიწყეთ საუბარი თქვენს შვილებთან ამ თემაზე. გაიგეთ, რა იციან მათ უკვე და მიჰყევით მათ მსჯელობას. თუ იმდენად პატარა ბავშვები გყავთ, რომ მათ ჯერ არ სმენიათ ამ დაავადების გავრცელების შესახებ, არ დაგჭირდებათ ამ თემის წამოჭრა - უბრალოდ, ყოველთვის შეახსენეთ ჰიგიენის ნორმების დაცვის შესახებ, ისე რომ მათში ზედმეტი შიში არ გამოიწვიოთ. 

დარწმუნდით, რომ დაცულ გარემოში ხართ და მიეცით ბავშვებს საშუალება, თავისუფლად გესაუბრონ. საუბრის წამოსაწყებად სასარგებლო იქნება ხატვა, ამბების მოყოლა და სხვა აქტივობები.

რაც ყველაზე მნიშნველოვანია, არ გაუბათილოთ ან თავი არ აარიდოთ იმ თემებს, რაზეც ისინი ღელავენ. დაუდასტურეთ, რომ გესმით მათი და დაარწმუნეთ, რომ ასეთ დროს ბუნებრივია, ადამიანს გქონდეს შიშის გრძნობა. თქვენი ყურადღების სრული გამოხატვით აჩვენეთ, რომ უსმენთ მათ. დაარწმუნეთ, რომ შეუძლიათ თქვენთან და მასწავლებლებთან ნებისმიერ დროს საუბარი. 

იყავით გულწრფელი: აუხსენით სიმართლე ბავშვისთვის გასაგები ფორმით

ბავშვებს აქვთ უფლება, მიიღონ მართალი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება მსოფლიოში. მაგრამ უფროსებს აქვთ პასუხისმგებლობა, დაიცვან ბავშვები სტრესისგან. გამოიყენეთ თქვენი შვილების ასაკისთვის შესაფერისი ენა, დააკვირდით მათ რეაქციებს და იყავით მგრძნობიარე მათი შეშფოთების ხარისხის მიმართ.

თუ ვერ სცემთ პასუხს მათ კითხვებს, არ სცადოთ პასუხის გამოცნობა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ ერთად მოიძიოთ პასუხები. ინფორმაციის ძალიან კარგი წყაროებია ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციაბის ვებ-გვერდები, როგორიცაა გაეროს ბავშთა ფონდი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. აუხსენით, რომ ინტერნეტიდან მიღებული ზოგი ინფორმაცია არ არის სწორი და ყველაზე კარგი გზა არის, ვენდოთ ექსპერტებს.

აჩვენეთ, როგორ დაიცვან თავი და მათი მეგობრები

ერთ-ერთი საუკეთესო გზა ბავშვების კორონავირუსისგან და სხვა დაავადებებისგან დასაცავად არის ის, რომ ასწავლოთ ხელების რეგულარული დაბანა. ეს არ უნდა იყოს შიშის გამომწვევი საუბარი. მათთან ერთად იმღერეთ ან იცეკვეთ, რაც სწავლების პროცესს უფრო სახალისოს გახდის.

ასევე უნდა აჩვენოთ ბავშვებს, ხველების ან დაცემინებისას როგორ დაიფარონ პირი მოხრილი მკლავით. აუხსენით, რომ ახლოს არ უნდა მივიდნენ იმ პირებთან, ვისაც აღენიშნება ეს სიმპტომები და სთხოვეთ, გაგაგებინონ, თუ ექნებათ ტემპერატურის მატების შეგრძნება, ხველა ან სუნთქვის გაძნელება.

დაამშვიდეთ

როდესაც ტელევიზიით ან ინტერნეტით ვხედავთ ბევრ შემაშფოთებელ კადრს, ადვილია ზოგჯერ ვიფიქროთ, რომ კრიზისმა მთლიანად მოგვიცვა. ბავშვებმა შეიძლება ვერ გაარჩიონ ეკრანზე ნანახი და პირადად მათ ირგვლივ არსებული რეალობა. შეიძლება დაიჯერონ, რომ გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგანან. შესაძლებლობის ფარგლებში მათთვის თამაშისა და დასვენების საშუალების მიცემით თქვენ შეგიძლიათ, დაეხმაროთ თქვენს ბავშვებს სტრესთან გამკლავებაში. რამდენადაც შესაძლებელია, არ შეცვალოთ მათი რეგულარული რუტინა და დღის განრიგი, განსაკუთრებით დაძინებამდე, ან დაეხმარეთ ახალ გარემოში მათთვის ახალი განრიგის შექმნაში.

თუ თქვენს საცხოვრრებელ რეგიონში დაავადების გავრცელებას დიდი მასშტაბები აქვს, შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ დიდი ალბათობით ისინი არ დაავადდებიან, აუხსენით, რომ ადამიანთა უმრავლესობას, ვისაც ემართება კორონავირუსი, დაავადება შედარებით მარტივად გადააქვს და რომ უამრავი უფროსი ადამიანი ძალიან ბევრს შრომობს იმისთვის, რომ თქვენი ოჯახი უსაფრთხოდ იყოს.

თუ თქვენი შვილი თავს ცუდად გრძნობს, აუხსენით, რომ უნდა დარჩნენ სახლში/საავადმყოფოში, ვინაიდან ეს უფრო უსაფრთხოა პირადად მათთვის და მათი მეგობრებისთვის. დაარწმუნეთ, რომ გესმით, ეს ხშირად რთულია (შეიძლება, შემაშინებელიც ან მოსაწყენიც კი), მაგრამ წესების თანმიმდევრული დაცვა ყველას უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი.

შეამოწმეთ, ხომ არ არიან სტიგმის მსხვერპლი ან გამავრცელებელი

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ვრცელდება მსოფლიოში რასისტული დისკრიმინაციის ფაქტების შემთხვევებიც. ამდენად, მნიშვნელოვანია შეამოწმოთ, რომ თქვენი შვილები არც თავად განიცდიან ბულინგს სხვების მხრიდან და არც თვითონ ავიწროებენ სხვას ამ ნიშნით.

აუხსენით, რომ კორონავირუსი არ არჩევს, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი, საიდან არის ის, ან რა ენაზე ლაპარაკობს. უთხარით, რომ თუ მათ რამე იარლიყებს აწეპებენ ან ავიწროებენ სკოლაში, მათ თავისუფლად უნდა აცნობონ ამის შესახებ იმ უფროსებს, ვისაც თავად ენდობიან.

შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ სკოლაში ყველა იმსახურებს, იყოს უსაფრთხოდ. ბულინგი ყოველთვის ცუდია და ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი სიკეთისა და ერთმანეთის მხარდაჭერის გავრცელებაში.

მოძებნეთ დამხმარეები

მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იცოდნენ, რომ ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს სიკეთითა და გულუხვობის გამოვლენით.

მოუყევით ამბები ჯანდაცვის მუშაკებზე, მეცნიერებსა და ახალგაზრდებზე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად და იმისთვის, რომ ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ. ბავშვებისთვის დიდი შვება იქნება, იცოდნენ, რომ კეთილი ადამიანები მუშაობენ და არ იშურებენ ძალისხმევას.

გაუფრთხილდით თქვენ თავს

თქვენ უფრო კარგად დაეხმარებით თქვენს შვილებს, თუ ასევე კარგად უმკლავდებით მდგომარეობას. ბავშვები მოგბაძავენ იმაში, თუ როგორ რეაგირებთ გაგონილ ამბებზე. შესაბამისად, როდესაც დაინახავენ, რომ თქვენ მშვიდად ხართ და აკონტროლებთ მდგომარეობას, თავადაც უფრო მშვიდად იქნებიან.

თუ თქვენ დაძაბული ან გაღიზიანებული ხართ, დაუთმეთ ცოტა დრო თქვენს თავს და მიმართეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თქვენთვის სანდო პირებს. გამოყავით დრო ისეთი რაღაცეების გასაკეთებლად, რაც დაგეხმარებათ, რომ დამშვიდდეთ და აღიდგინოთ ძალები.

დაასრულეთ საუბრები ყურადღების გამოვლენით

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ბავშვებს სტრესის მდგომარეობაში არ ვტოვებთ. თქვენი საუბრების დასასრულისკენ ეცადეთ, შეაფასოთ მათი შფოთვის დონე მათი სხეულის ენაზე დაკვირვებით. დააკვირდით, ჩვეულებრივი ხმით გელაპარაკებიან თუ არა და როგორ სუნთქავენ.

შეახსენეთ ბავშვებს, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ თქვენთან რთულ თემებზე საუბარი. შეახსენეთ, რომ თქვენ ზრუნავთ მათზე, უსმენთ მათ და რომ მათ განკარგულებაში ხართ ნებისმიერ დროს, როდესაც თავს შეშფოთებულად გრძნობენ.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებლებს საშვებულებო დღეები სექტემბერში დაემატებათ - სამეურვეო საბჭოს არჩევნები

მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის - გაეცანით გასული წლის ტესტებს

ახალი სასწავლო წლიდან „დიფერენცირებული სწავლება“ იწყება - საპილოტე სკოლებს სამინისტრო შეარჩევს - 7 მთავარი რეკომენდაცია ცნობილია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება