სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''არამარტო ჩვენს რაიონს, საქართველოს ეზრდება ღირსეული მოქალაქე,'' - ჩოხატაურის N1 სკოლის მოსწავლემ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალში მე-5 ადგილი დაიკავა
12-07-2017
-
+


საგანმანათლებლო პროექტ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალი 24 ივნისს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის ღონისძიება-კონკურსში 83 ''ეტალონი მოსწავლე'' მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ.

საუკეთესო მოსწავლეთა ხუთეულში 87 ქულით მოხვდა ჩოხატაურის N1 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გივი მდინარაძე. მიღწეული წარმატებისთვის მას კომპანია ''ახალმა ნათებამ'' 1000 ლარიანი ფულადი პრიზი გადასცა. 

''ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე'' გივი მდინარაძე Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ფინალში მონაწილეობა დიდი პატივია და შედეგითაც კმაყოფილია: 

''ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ფინალში მონაწილეობა, ძალიან ბევრი ჭკვიანი მოსწავლე მონაწილეობდა, თითოეულს დამტკიცებული ჰქონდა, რომ გამარჯვების ღირსი იყო. მეც მაქსიმალურად შევეცადე, რომ ჩემი შესაძლებლობები დამეფიქსირებინა. შედეგით კმაყოფილი ვარ. ღონისძიება იყო ისეთი, როგორც თავად ''ეტალონს''და სახელს შეეფერება - ძალიან კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული, დარბაზიც შეესაბამებოდა ფინალს და ყველაფერი დიდებული იყო.''

მოწესრიგებულ, მიზანდასახულ მოსწავლედ ახასიათებს გივი მდინარაძეს ჩოხატაურის N1 სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი:

''გივი ძალიან კარგი მოსწავლეა. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე თითქმის ყველა საგანში 10 ქულა მიიღო. ძალიან მოწესრიგებულია, მიზანდასახული, ბევრს კითხულობს, დაინტერესებულია როგორც საზღვარგარეთის ლიტერატურით, ასევე ქართულით, მონაწილეობს კლასგარეშე აქტივობებში. უკვე ორი წელია, სკოლაში თვითონ ატარებს ინტელექტუალურ თამაშებს, მანსანკანის ორგანიზატორია, მონაწილეობს ოლიმპიადებში. ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს, მშობლებიც აქტიურად თანამშრომლობენ სკოლასთან. რაც შეეხება ''ეტალონის'' ფინალურ ღონისძიებას, ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ამისთვის დიდი მადლობა თქვენ. ''ეტალონი'' მიზნობრივი კონკურსია, რადგან ბევრ მოსწავლეს დააფიქრებს, პროქტში მონაწილეობა მათთვის დიდი სტიმულია. გული მწყდება, რომ არცერთ არხზე არ გადის. შარშანწინ გვყავდა გამარჯვებული მარი კუტუბიძე. მაშინ პირველი არხი აშუქებდა და ძალიან კარგი იყო. მივესალმები, თუ კიდევ გავა ეთერში, რადგან განათლების კუთხით არცერთი გადაცემა არ გადის არცერთ არხზე.''

''ჩოხატაურის ეტალონ მოსწავლეზე საუბრისას, მისი კლასის დამრიგებელი ლიდა სიხარულიძე აღნიშნავს, რომ გივის სახით საქართველოს ღირსეული მოქალაქე ეზრდება:

''გივი არის მოვლენა, სულ ათიანები მიიღო გამოსაშვებ გამოცდებში. ერთი გაცდენა არ აქვს სკოლაში, ხუთი წელია, მისი დამრიგებელი ვარ და არ მახსოვს, გაეცდინოს. არამარტო ჩვენს რაიონს, საქართველოს ეზრდება ღირსეული მოქალაქე, ერთ სიტყვას არ ვამატებ, ისეთი კარგი ბიჭია გივი. და საერთოდ, ვფიქრობ, რომ როდესაც იგი სკოლიდან წავა, ჩემი გულიც გაჰყვება. მას ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის. კლასში ასეთი კიდევ სამი მოსწავლე მყავს, ათოსნები  და შესანიშნავი ბავშვები არიან, ძალიან გამორჩეული კლასია. რაც შეეხება ''ეტალონს'', ინტელექტ-შეჯიბრი არის უნიკალური შესაძლებლობა, ისეთი პროექტია, მხოლოდ ბავშვს კი არა, დიდსაც რომ ცოდნას აძლევს. მე ყოველმხრივ დადებითად ვახასიათებ ამ პროექტს.''

დაწყებითების პედაგოგის, ''ეტალონის'' ტრენერისა და პროექტებში მენტორი მასწავლებლის როლის შემსრულებლის ეკატერინე ბარამიძის თქმით, გივის იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ფინალზე წარმოაჩინა, თუმცა შედეგით კმაყოფილია:

''ძალიან დადებითი ემოციებით ვარ ამ ღონისძიებაზე. ''ეტალონი'' ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, ბევრ ნიჭიერ ბავშვს მოუყარა თავი და მათ წარმოჩენაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ასმითვის მადლობა თქვენ. რაც შეეხება გივის, ის არაჩვეულებრივი ბავშვია. დარწმუნებული ვარ, რომ იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე იქ წარმოაჩინა. მაგრამ ნამდვილად კმაყოფილი ვარ მისით, მეხუთე ადგილი ძალიან კარგი შედეგია. გივი უამრავ პროექტში მონაწილეობს, ყველა გამოწვევაში აქტიურად არის ჩართული და საკმაოდ წარმატებულია სხვადასხვა სფეროში, ზოგადად მისი კლასი ძალიან აქტიურია.'' 

''ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის''დედა აზა ვაჩეიშვილი შვილზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გივის ამოუწურავი რესურსი გააჩნია:

''დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი პროექტი არსებობს. ერთი შვილი მყავს, ძალიან კარგი ბავშვია, ამოუწურავი რესურსი გააჩნია და ალბათ, გამოიყენებს საქართველოსთვის, ოჯახისთვის და რაიონისთვის.

მედიაპროექტი ''ეტალონი'' 11 წელია არსებობს. სამი წელია, რაც ტელევიზიით არ გადაიცემა. 2014 წლის  ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი საქართველოს რეგიონებში გავიდა პროექტის ახალი, ნოვატორული სტრატეგიით. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' ჩატარება გულისხმობს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ''ეტალონის'' კონკურსების არასატელევიზიო ფორმატით ადგილებზე გამართვას.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

 

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება