სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

„ნუ ჩაეხუტებით, დისტანციურად მოვეფეროთ ერთმანეთს“ - რა რჩევებს გვიზიარებს ექიმი კორონავირუსის შესახებ?
10-03-2020
-
+



კორონავირუსთან დაკავშირებით პედიატრი ინგა მამუჩიშვილი facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს. 

ჩვენ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

„მეგობრებო, დადგა გაზაფხული და ბუნებრივია ყველას უჩნდება სურვილი სეირნობის, კომუნიკაციების (თავშეყრის, შოპინგების, ქეიფის, მოფერების, ჩახუტების, მოგზაურობის და ა.შ). არ დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსული ინფექციის აფეთქების საშიშროების წინაშე ვდგავართ!  COVID-19 in action-ის არის ძალიან შეუსწავლელი, ახალი, მუტანტი, სწრაფად გავრცელებადი ვირუსი, რომელიც ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი, უფრო მეტად წვეთოვანი გზით და უკვე საუბარია გადაცემის ორალურ-ფეკალურ გზაზე (ამიტომაც საჭიროა ხელების ინტენსიური დაბანა და ზედაპირების ხშირი დამუშავება) ვირუსი მრავლდება ლორწოვანებზე, მას ახასიათებს ბრძოლა სიცოცხლისთვის, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს რათა გამრავლდეს! მკაცრად დავიცვათ სოციალური დისტანციის პრინციპი, ნუ ჩაეხუტებით, ნუ გადაკოცნით ერთმანეთს, ნუ მიუახლოვდებით 2 მეტრზე ახლოს (მოგზაურობის ისტორია აუცილებელია ვიცოდეთ, მაგრამ არის უკვე შიდა გადაცემის შემთხვევებიც) საკუთარ შვილებსაც კი ნუ აკოცებთ! სახლში მოსულებმა გაიხადეთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ხელის დაბანაზე აღარ ვსაუბრობ... კორონავირუსი არ ცნობს საზღვრებს, კანის ფერს, თანამდებობებს. ხილი, ბოსტნეული და მაღაზიებიდან მოტანილი შეფუთული პროდუქტი, სანამ შეინახავთ ( რძე, იოგურტები, მაწონი და ზოგადად ყველაფერი რისი გარეცხვაც შეიძლება) გარეცხეთ გამდინარე წყალში ან დაამუშავეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცებით ან სპირტით. რა არ გინახავთ ზედ რომ მიაცემინებენ და მიახველებენ ადამიანები, ყოველგვარი ეტიკეტის დაცვის გარეშე. დაამუშავეთ ზედაპირები ანტიბაქტერიული სითხეებით. სასურველია, არასასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ობიექტები გადავიდნენ ონლაინ მუშაობის პრინციპზე... ვიზრუნოთ ერთმანეთზე, თუ გაქვთ მოგზაურობის ისტორია, თუ გაქვთ კონტაქტი საეჭვო პირთან, სიმპტომების გამოვლენამდე მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას! თუ აღგენიშნათ მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა ან სუნთქვის უკმარისობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ინფექციურ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ან გამოიძახეთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა! გახსოვდეთ, რომ COVID-19-ის გარდა ამ პერიოდში აქტივირებულია რინოვირუსი, ადენოვირუსი, გრიპის და კიდევ სხვა უამრავი ვირუსი, თუმცა თვითდიაგნოსტიკისა და მკურნალობისგან თავი შეიკავეთ! უამრავი იწერება კორონავირუსზე, ბევრი ფეიკია თავისი ბიზნესინტერესებით, ამ ახალი ბიოლოგიური მუტანტის შესახებ ბევრი რამ უცნობი და შეუსწავლელია, ამიტომ ნუ დაუჯერებთ ყველას და ყველაფერს! გაითვალისწინეთ ჯანმო-ს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები! მიმართეთ ყველა ხალხურ, ანტივირუსულ საშუალებას, გამოისვით ცხვირში ანტივირუსული მალამოები, ხშირად დალიეთ თბილი წყალი ყლუპებით. ვიყოთ ფრთხილად! ვიმოქმედოთ პანიკის გარეშე! დისტანციურად მოვეფეროთ ერთმანეთს! თავი ავარიდოთ შუღლს, ბოროტებას‼️ ხელისუფლებამ კი უნდა გააძლიეროს ჰოსპიტალური სექტორის აღჭურვილობა, გადაამზადოს ექიმები და უმცროსი მედპერსონალი! ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ ახალი და რთული გამოწვევისთვის! გახსოვდეთ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, ეს კი დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს შეგნებაზე, განათლებაზე,ზნეობაზე და მოქალაქეობრივ კულტურაზე! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“ - წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება