სიახლეები
საინტერესო

ადამიანი, რომელმაც მსოფლიო დაასნებოვნა: ვისგან დაიწყო ყველაზე მომაკვდინებელი გრიპი?
20-03-2020
-
+


1918 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გრიპის პანდემია - ესპანური გრიპი გავრცელდა. სხვადასხვა მონაცემებით,  18 თვის მანძილზე მთელ მსოფლიოში 550 მლნ ადამიანი ანუ დედამიწის მოსახლების 29,5% დაინფიცირდა და დაახლოებით 50-100 მილიონი ადამიანი, პლანეტის მოსახლეობის 2,7-დან 5,3%-მდე გარდაიცვალა. 

სამწუხაროდ, დღემდე არ ვიცით რა იყო პანდემიის წყარო. მაგრამ დოკუმენტებში დარჩა ესპანური გრიპით დაავადებული პირველი ოფიციალური პაციენტის - ალბერტ გიტჩელის სახელი, რომელიც ამერიკულ სამხედრო ბანაკში მსახურობდა.

საშიში ესპანური გრიპი

ამერიკელმა ჟურნალისტმა კეტრინ ენ პორტერმა, რომელმაც 1918 წელს ესპანური გრიპი თავად გადაიტანა, თავის ნოველაში აღწერა ველური ჭორები, რომელიც იმ დროის ამერიკულ საზოგადოებაში ვრცელდებოდა.

ერთნი თვლიდნენ, რომ გრიპი ესპანეთის საავადმყოფოებში კომპანია Bayer-ის ასპირინის აბებით გავრცელდა, სხვები - რომ ვირუსი აშშ-ი გერმანული გემით შეიტანეს და ქალაქში გაავრცელეს: ვიღაც მოხუცი ქალიც კი მოიძებნა, რომელმაც ბოსტონის პორტში „ჭუჭყიანი ღრუბელი“ დაინახა.

სამოქალაქო ფლოტის სანიტარული სამსახურის უფროსმა გამოცემა The Philadelphia Inquirer-ს ინტერვიუც კი მისცა, სადაც განაცხადა, რომ ესპანური გრიპის მიკრობები აშშ-ი წყალქვეშა ხომალდით შეიტანეს. 

საიდან გაჩნდა ვირუსი



პირობითად ესპანური გრიპის გავრცელების ორ ტალღად დაყოფა შეიძლება. პირველი იყო შედარებით უვნებელი და მეორის გაჩენამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე გავრცელდა. 

არსებობს ბევრი თეორია თუ რა გახდა პირველი აფეთქების მიზეზი. ვირუსოლოგების ​მიერ 1999 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ესპანური გრიპის ეპიცენტრი იყო სამხედრო კომპლექსი და ბანაკი ესტამპში, საფრანგეთში.

1917 წლის ბოლოს სამხედრო ექიმებმა მაღალი სიკვდილიანობის ახალი დაავადების გამოჩენის შესახებ განაცხადეს, რომელიც მოგვიანებით გრიპად აღიარეს. გადავსებული ბანაკი და საავადმყოფო იდეალური ადგილი იყო რესპირატორული ვირუსის გასავრცელებლად. საავადმყოფოში ომში დაშავებული ათასობით ადამიანი მკურნალობდა.

ამასთან, მათ გამოსაკვებად, ახლომდებარე სოფლებიდან ცოცხალი შინაური ცხოველები და ფრინველი მოჰყავდათ. ამ მონაცემების შესწავლის შემდეგ, ვირუსოლოგმა ჯონ ოქსფორდმა დაასკვნა, რომ მუტირებული ვირუსი თავიდან ფრინველიდან ღორს გადაეცა, შემდეგ კი ღორიდან ადამიანს.

სხვა მეცნიერები თვლიან, რომ ეპიდემია აშშ-ი, კანზასში გაჩნდა: კერძოდ, ამტკიცებდნენ, რომ, 1917 წლის ბოლოსთვის ეპიდემიის პირველი ტალღა აშშ-ს როგორც მინიმუმ 14 სამხედრო ბანაკში დაფიქსირდა.

ომმა კი შესაძლოა ვირუსის ლეტალურობა გაზარდა. ზოგი ვარაუდობს, რომ ჯარისკაცების იმუნური სიტემა დასუსტებული იყო არასაკმარისი კვების, სტრესის და ქიმიური თავდასხმების გამო, რაც მათ ვირუსის მიმართ მგრძნობელობას ზრდიდა.

როგორც არ უნდა ყოფილიყო, ისტორიამ ესპანური გრიპით დაავადებული პირველი ოფიციალური პაციენტის სახელი შეინახა. მას ზოგჯერ „ნულოვანს“ უწოდებენ, რაც ნამდვილად არასწორია. მაგრამ მაინც ამ ადამიანის მაგალითს შეუძლია მოგვითხროს, როგორ ვრცელდება დაავადება მთელ მსოფლიოში.

პირველი ოფიციალური პაციენტი



ესპანური გრიპი აშშ-ი, კანზასის შტატში, ჰასკელის ოლქში, ჯერ კიდევ 1918 წლის იანვარში დაფიქსირდა.

1918 წლის მარტში რიგითმა ალბერტ გიტჩელმა (Albert Gitchell) აშშ-ში, კანზასის შტატში, ფენსტონის სამხედროს ბანაკში გრიპის სიმპტომებით გაიღვიძა, საავადმყოფოს მიმართა და ძლიერი გაციების შესახებ დაიჩივლა: მას ჰქონდა ცხელება, ყელის, თავის და კუნთების ტკივილი. 

ალბერტი მაშინვე მოათავსეს „ინფექციური“ პაციენტების პალატაში. მაგრამ სანიტარმა ძლივს მოასწრო მისთვის თერმომეტრის ჩადება, რაც ლაზარეთში იმავე სიმპტომებით კაპრალი გამოცხადდა, მას მოჰყვა კიდევ ერთი და კიდევ ერთი. 

ასე, რომ შუადღისთვის საავადმყოფოში მისულთა რაოდენობამ 107 ადამიანი შეადგინა. კვირის ბოლოს 522, ხოლო აპრილის ბოლოს 1127.

რატომ გამოიწვია ერთმა ადამიანმა ასეთი რაოდენობის ადამიანთა დაინფიცირება? საქმე ის არის, რომ ალბერტი მზარეული იყო შეერთებული შტატების ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სასწავლო ბანაკში, რომელიც სამხედროებს ევროპაში აგზავნიდა. და უკვე არაერთი დღე ავადმყოფობდა: მაგრამ გადაწყვიტა „სურდო“ გადაეტანა და საკვების მომზადებას და გაყიდვას აგრძელებდა.

ამ ბანაკში, დაახლოებით 50 ათასი ჯარისკაცი იმყოფებოდა, რომლებიც პირველი მსოფლიო ომში წასასვლელად ემზადებოდნენ.

სამხედროების პირველი ნაკადი ევროპაში 1918 წლის გაზაფხულზე უნდა გამგზავრებულიყო, სწორედ მაშინ როდესაც გიტჩელი დაინფიცირდა.

მაშინ ბანაკს ხელმძღვანელობდა გენერალ-მაიორი ლეონარდ ვუდი, რომელსაც მედიცინაში დოქტორის ხარისხი ჰქონდა, მაგრამ სამხედროების გადაგზავნა არ შეუჩერებია. კი 46 ადამიანი გარდაიცვალა - იმაზე მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპის დროს, მაგრამ არაფერი საგანგაშო - ფიქრობდა ის. 

ხელმძღვანელმა ვერ დაინახა ვერაფერი საგანგაშო იმაში, რომ სამხედროები, მასობრივად პნევმონიით დაავადდნენ. ინფიცირებულებს იზოლირებულ პალატებში ათავსებდნენ, იმათ კი ვინც ჯანმრთელად გამოიყურებოდა, ოკეანის გავლით ევროპაში აგზავნიდნენ.

ესპანური გრიპი ამავე ბანაკში სულ რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა. მეორე ტალღა გაცილებით სახიფათო აღმოჩნდა. ოქტომბერში ბანაკში უკვე 5 ათასზე მეტი პაციენტი იყო. მაშინ დაავადება უკვე საერთო მსოფლიო პრობლემად იქცა.

გრიპის აფეთქების შესახებ აქტიურად წერდა ესპანური პრესა და სწორედ ამის გამო ეწოდა მას „ესპანური“. პრესა 1918 წლის მაისში ესპანეთში რვა მილიონი დაავადებულის, მათ შორის მეფე ალფონსო XIII-ის შესახებ იუწყებოდა. 

ტრანსპორტის განვითარებამ დაავადების გავრცელება დააჩქარა, ასე რომ ძალიან მალე გრიპის შესახებ ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელი იყო შოტლანდიის, ინგლისის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ავსტრალიის, აშშ-ს, აფრიკის და აზიის პრესაში. სამხედროებმა სწრაფად გაავრცელეს ვირუსი პირველი მსოფლიო ომის სანგრებში, იქიდან კი მოქალაქეებზე.

მხოლოდ აშშ-ში სხვადასხვა შეფასებით მოსახლეობის 28% დაავადდა და დაახლოებით 500 ათასი გარდაიცვალა. იაპონიაში 23 მილიონი დაავადდა და 390 ათასი დაიღუპა.

რაც შეეხება ალბერტ გიტჩელს? იგი გადარჩა, მშვიდი ცხოვრება განვლო და 1968 წელს გარდაიცვალა.

სავარაუდოდ, მან ვერც კი გაიგო, რომ მას „ნულოვან პაციენტად“ თვლიან. პირველად ალბერტს ასე 1961 წელს გამოსულ წიგნში უწოდეს, რომელიც „დიდ ეპიდემიას“ ეძღვნებოდა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება