სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

პასუხები კორონავირუსზე დასმულ კითხვებზე, რომლებიც შეიძლება თქვენც გაგიჩნდათ
06-03-2020
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერზე კორონავირუსის შესახებ კითხვა-პასუხია გამოქვეყნებული. უწყება ყველა იმ კითხვას სცემს პასუხს, რომელიც მოქალაქეებს ახალ ვირუსზე უჩნდებათ. 

„ეტალონი“ გთავაზობთ, პასუხებს კორონავირუსზე დასმულ ყველა კითხვაზე, რომლებიც შეიძლება თქვენც გაგიჩნდათ:

- რა არის კორონავირუსი?

- კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებადმძიმე დაავადება, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება და სხვა უფრო მძიმე დაავადებები, როგორიცაა MERS-CoV და SARS-CoV

- რა არის ახალი კორონავირუსი?

- ახალი კორონავირუსი არი კორონავირუსების ახალი შტამი, რომელის იდენტიფიცირებაც აქამდე ადამიანში არ მომხდარა  

- შესაძლებელია თუ არა ცხოველური წყაროდან ადამიანის დაინფიცირება ახალი კორონავირუსით?

- დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ SARS-CoV- ის გადაცემა ადამიანზე მოხდა კატისებრებიდან ხოლო MERS-CoV-ის შინაური აქლემისგან.რამდენიმე ცნობილი კორონავირუსი ცირკულირებს ცხოველებში, თუმცა მათ მიერ ადამიანთა დაინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა. გამომდინარე იქიდან რომ მსოფლიოში ზედამხედველობა ძლიერდება შესაზლებელია გამოვლინდეს ახალი კორონავირუსები.

- რა არის კორონავირუსის სიმპტომები?

- კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება.  თუმცა, დამოკიდებულია კორონავირუსის ტიპზე. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.

- გადაეცემა თუ არა კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს?

- დიახ, ზოგიერთი კორონავირუსი შესაძლოა გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ, მაგალითად საყოფაცხოვრებო, სამუშაო ან სამედიცინო დაწესებულებებში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით რამოდენიმე შემთხვევაში დადასტურდა ახალი კორონავირუსის ადამიანიდან ადამიზნზე გადაცემის შემთხვევა.

- არსებობს თუ არა ვაქცინა ახალი კორონავირუსისათვის ?

- როდესაც დაავადება არის ახალი, არ არსებობს მისი ვაქცინა. ვაქცინის შექმნას შესაძლოა დასჭირდეს რამოდენიმე წელი.

- არსებობს თუ არა ახალი კორონავირუსის მკურნალობა?

- არ არსებობს ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სპეციფიური მკურნალობა, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობა ხორციელდება სიმპტომურად, რომელიც არის საკმაოდ ეფექტური.

- რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ საკუთარი თავი?

- სტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს:

  • რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;
  • ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;
  •  თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან და/ან გარეულ ცხოველებთან;
  • რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი;

- არსებობს თუ არა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი?

- დიახ, იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო პერსონალს უფრო ხშირი კონტაქტი აქვს დაინფიცირებულ ადამიანთან ვიდრე ზოგად პოპულაციას.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სამედიცინო პერსონალმა თანმიმდევრულად უნდა დაიცვას ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები, რათა თავი აარიდონ ვირუსით ინფიცირებას.

რა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია ქვეყნებისათვის?

- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას, მძიმე მწვავე რესპირატორულ ინფექციებზე ზედამხედველობის გაძლიერებას (SARI), რათა ყურადღებით მოხდეს  SARI- ის და პნევმონიის უჩვეულო შემთხვევების მიდევნება. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმირება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება