სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ კონფერენცია გაიმართა
29-09-2016
-
+


სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება ეს არის საუკეთესო პრაქტიკა პროფესიულ განათლებაში, რომელიც წარმოადგენს იმ ტიპის სწავლებას, როდესაც ინდივიდი სწავლობს სხვადასხვა კომპანიებში მუშაობის პროცესში. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და უფრო მეტ საშუალებას იძლევა დაინერგოს ახალი, თანამედროვე სწავლება.

ქართული მდგომარეობის შესწავლის, საერთაშორისო გამოცდილების ანალიზისა და დამსაქმებლების გამოკითხვის შედეგად, 2015 წელს, საქართველოში დაინერგა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ახალი მოდელი, რომელიც გამომდინარეობს ქვეყნის სპეციფიკიდან და შეესაბამება ადგილობრივ სოციო-ეკონომიკურ გარემოს. საქართველოში დამსაქმებლების გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმრავლესობა მზად არის ჩაერთოს ზემოხსენებულ პროგრამაში.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროფესიული გამოცდილებისა და კარიერული მართვის უნარების განვითარებას. აქედან გამომდინარე, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმატს აქვს პოტენციალი, განავითაროს სამუშაო ძალა და შეუწყოს ხელი ახალგაზრდების დასაქმებას.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

რა წესების დაცვა ევალებათ საბავშვო ბაღებს? - პერსონალის პასუხისმგებლობა და აკრძალვები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება