სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„გამარჯვების იმედი ნამდვილად მქონდა“ - გორის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
02-03-2020
-
+


28 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტში ჩატარდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს საჩუქრები გადასცა, ხოლო გამარჯვებულს სტიპენდია დაუნიშნა.

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი, გორის რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი ნინო ბერიანიძე, გორის უნივერისტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღე ქვეყნის წარმატებაც არის:

„ეტალონის“ ყველა მონაწილეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით კი გამარჯვებულს. მინდა, რომ ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე ჰყავდეს ჩვენ სამშობლოს, რათა საქართველო ასახელონ, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას და მთელს გუნდს ბავშვებს სწავლის მოტივაციისა და თავის წარმოჩენის შესაძლებლობისთვის“.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პაატა ივანიშვილის თქმით, მერია გამარჯვებულს სტიპენდიას დაუნიშნას, ფინალისტებს კი სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს:

„ეტალონი“ ძალიან მაგარი პროექტია, ჩვენი ქვეყნისთვის განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიხარია, რომ ბატონი გოჩა ამ მიმართულებით მუშაობს და თავს არ ზოგავს. ვულოცავ გამარჯვებულს, ვუსურვებ წარმატებებს და წინსვლას ცხოვრებაში. გორის მერია მუდმივად მხარს დაუჭერს მსგავს პროექტებს, წელს სამ ფინალისტს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით, გამარჯვებულს კი სტიპენდია დაენიშნება. ვეცდებით მსგავსი ტენდენცია გავაგრძელოთ და გავაუმჯობესოთ“. 

გორის რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი მუნიციპალიტეტის სკოლების ჩართულობითა და წარმატებით ამაყობს:

„ეტალონი“ ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს სკოლის მოსწავლეებში. ბავშვები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, ამის დასტური ისიცაა, რომ დღეს 85 მონაწილე გვყავს რეგიონალურ ფინალში. ყველას ვულოცავ ამ წარმატებას და განსაკუთრებით კი პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ამაყობს სკოლების ასეთი ჩართულობით და წარმატებით. მადლობას ვუხდი „ეტალონის“ მთელს გუნდს ამ ლამაზ დღეში ჩადებული შრომისთვის“.

„ეტალონმა“ წლებს გაუძლო - ასეთია გორის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი ნინო ბერიანიძის შეფასება:

„პროექტი „ეტალონი“, რომ ძალიან აქტუალურია და რეიტინგულია, მგონია, რომ არავისთვის სადავო არ არის. „ეტალონმა“ გაუძლო ათეულ წელს და არ კარგავს აქტუალობას და ინტერესს, რაც მთავარია ხელს უწყობს მოსწავლეების უნარ-ჩვევების გამოვლენას, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.“

გორის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბერძენიშვილი ამბობს, რომ გამარჯვებული სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა:

„ეტალონი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მართლაც ძალიან კარგი პროექტია ჩვენი მოსწავლეების ცოდნის განვითარებისთვის, რათა უფრო უკეთესები და წარმატებულები გახდნენ მომავალში. ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს ლადო კალმახელიძეს ვულოცავ გამარჯვებას, ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა და დღეს მან დაადასტურა, რომ ამ პროექტის ღირსეული გამარჯვებულია. მადლობას ვუხდი „ეტალონის“ გუნდს, რომ ბავშვებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევენ“

„გორის ეტალონი მოსწავლე“ ლადო კალმახელიძე პირობას დებს, რომ ფინალში სხვა მონაწილეებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს:

„გამარჯვების იმედი ნამდვილად მქონდა, წინასწარ ვემზადებოდი და მობილიზებული ვიყავი. ძალიან ბედნიერი, გახარებული და ამაყი ვარ, ჩემი გამარჯვებით და მიღწეული წარმატებით. ვეცდები ფინალში ღირსეული კონკურენცია გავუწიო სხვა მონაწილეებს, ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება