სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

გორის მერია გამარჯვებულს სტიპენდიას დაუნიშნავს - მუნიციპალიტეტი „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას ელოდება
28-02-2020
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „გორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი, გორის რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი ნინო ბერიანიძე, გორის უნივერისტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „გორის ეტალონ მოსწავლეს“ ნატა ტოლიაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ გორის N1 საჯარო სკოლასაც გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „გორის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება