სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„izrune.ge-მ კლასში მეგობრული ატმოსფერო შექმნა“ - მზრუნველი პედაგოგი
27-02-2020
-
+


მართალია, მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც 191-ე საჯარო სკოლის მზრუნველმა პედაგოგმა, ეკატერინე ტყემალაძემ Vბ კლასელები izrune.ge-სთან დაამეგობრა, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს, უკვე თვალსაჩინო გახდა პროექტის დადებითი გავლენა.

ეს ქალბატონი ეკატერინეს პირველი სადამრიგებლოა, მანამდე სკოლაში გახანგრძლივებულის პედაგოგი გახლდათ  და როგორც კი პატარებზე ზრუნვის საშუალება მიეცა, მაშინვე გადაწყვიტა  პროექტში ჩართვა. როგორ ემზადებოდნენ დღევანდელი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ ტესტის დღისთვის, როგორ გახდნენ ყველაზე მეგობრულები და როგორ აპირებენ სუპერ კლასის ტიტულისთვის ბრძოლას 191-ე საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები, izrune.ge-ს პედაგოგი ეკატერინე ტყემალაძე ესაუბრება.

- „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ და ზოგადად, პროექტის ნებისმიერი წამოწყება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ბავშვებიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ტესტირებას. რაც შეეხება პროექტში ჩართვის მიზეზს, საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი პარალელური კლასი უკვე ჩართული იყო და ასე ვთქვათ, კარგი მაგალითი  გვქონდა. მე კი წელს ავიყვანე სადამრიგებლო, ნელ-ნელა ვეცნობოდი სიახლეებს და მინდოდა, ჩემი ბავშვებიც ჩართულიყვნენ არაფორმალური განათლების პროექტებში.



- კონკრეტულად izrune.ge რატომ არჩიეთ?

- იმიტომ, რომ არის შემეცნებითი, მრავალმხრივი... პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ვარ; წიგნიერება, განათლება, მხატვრული ლიტერატურა ჩემი პირდაპირი მოწოდებაა და ვზრუნავ, ჩემ ბავშვებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, მეტი ახალი გამოწვევა და მეტი დაინტერესება. სიმართლე გითხრათ, არც დამჭირვებია ბევრი ფიქრი - ჩავერთეთ პროექტში , შეძლებისდაგვარად არ გაგვიცდენია არც ერთი ტესტი, მუდმივად ვადევნებ თვალს ბავშვების ნამუშევარს, მშობლებთანაც მუდმივი კომუნიკაცია მაქვს... სწორედ მათთან ერთად ვცდილობ, ჩემმა მოსწავლეებმა პირნათლად და პასუხისმგებლობით შეასრულონ დაკისრებული ვალდებულება, ოღონდ არა - იძულებით.

- ქალბატონო ეკატერინე, თავად ბავშვები როგორ შეხვდნენ იმას, რომ მეტი კლასგარეშე ლიტერატურა უნდა ეკითხათ?

- ქართულის სპეციალისტი ვარ და ჩვენ ისედაც ვკითხულობდით კლასგარეშე ლიტერატურას. ასე რომ, „წიგნიერების დღისთვის“ რაც მოეთხოვებათ, ბავშვებს ნაწილი წაკითხული ჰქონდათ. ეს არ არის მათთვის ზედმეტი დატვირთვა, უბრალოდ, ვინ რა მოწოდებით წაიკითხავს, ესაა მნიშვნელოვანი. კითხვასთან შორს არ ვართ - კონფერენციებიც გვაქვს, განხილვებიც... ჩვენი დამატებითი ხაზიც გვაქვს და ვცდილობთ, ავყვეთ izrune.ge-ს  მოთხოვნებსაც. ჯერჯერობით ბრწყინვალე შედეგი არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფრო მეტს მივაღწევთ. მთავარია, გამოწვევა გვაქვს, რომელსაც ვიღებთ, ვცდილობთ, დავძლიოთ და ვიყოთ წარმატებულები; ჯერ ყველაფერი წინ არის.



- თქვენს მოსწავლეებს, კომპიუტერზე მეტად, წიგნი უყვართ?

- ასე ხელაღებით ვერ ვიტყოდი, თუმცა ბევრი მოსწავლეა, რომელიც მეკითხება, შემდეგ რა წაიკითხოს. სიმართლე გითხრათ, კლასის ნახევარზე მეტი თუ ამას გააკეთებს, ჩავთვლი, რომ ჩემ საქმეს კარგად ვასრულებ. ყველამ ვიცით, რა არის 21-ე საუკუნის გამოწვევა, ვიცით ახალგაზრდების დამოკიდებულება ტექნოლოგიებისადმი და რომ გითხრათ, უკლებლივ ყველა წიგნი წაიკითხეს, ტყუილი იქნება, თუმცა უმეტესობას წიგნი უყვარს, სკოლაშიც მოაქვთ, დიდ შესვენებაზე კითხულობენ, ხშირად გაკვეთილების შემდეგაც ვრჩებით, განვიხილავთ, სპექტაკლებსაც ვესწრებით და ვცდილობთ, მრავალმხრივ განვვითარდეთ.

- izrune.ge-ს ტესტებს თუ განიხილავენ?

- რა თქმა უნდა... გვქონია შემთხვევები, დაუწუწუნიათ, ეს არ გვისწავლია და ჩვენი ასაკისთვის არაა შესაფერისიო. მაგრამ ამაზე ლოგიკური და საფუძვლიანი პასუხი მაქვს -  თუ გვინდა, ვიყოთ წარმატებულები, არ უნდა დავჯერდეთ იმ მოცემულობას, რაც პროგრამითაა გათვალისწინებული. შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ენთუზიაზმი მოდის მშობლებისგანაც - მოწოდების სიმაღლეზე აქვთ აყვანილი ეს პროექტი.

- როგორც ვიცი, „მეგობრული კლასი“ ხართ...

- ჩვენ წელს გავიცანით ერთმანეთი და ვიტყვი, რომ  მეგობრულები ისედაც იყვნენ, თუმცა, როდესაც ავუხსენი არსი - უფრო ძლიერი ხარ, როცა გუნდურად მოქმედებ და ბავშვებმაც გუნდურობის პრინციპი დაინახეს, ძალიან მოეწონათ... იცით, იმაზე ბევრად უკეთესები გახდნენ, ვიდრე იყვნენ. მათ იციან, ერთმანეთის გვერდით დგომისთვის, იმისთვის, რომ ეს ჯგუფს წაადგება და კლასისთვისაა აუცილებელი, უნდა გამოძებნონ დრო და თუნდაც სწავლა დიდად არ აინტერესებდეთ, ტესტი გაიარონ. პროექტი ბევრ დადებით რამეს აკეთებს ბავშვებისთვის, მასწავლებლებისთვის, ზოგადად სკოლებისთვის და სწორედ izrune.ge იყო კარგი მაგალითი ჩემთვის, კლასში მეგობრული ატმოსფერო შემექმნა.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

 

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება