სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა ტრენინგები დაიწყო - მარტში 300-მდე, წლის ბოლომდე კი 600-მდე სამოქალაქო განათლების პედაგოგი გადამზადდება
24-02-2020
-
+


ეროვნულმა ბანკმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტი დაიწყო, რომელიც გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით ხორციელდება.

პროექტის მიზანია, ეკონომიკურ-ფინანსური განათლების მიმართულებით პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რაც საშუალებას მისცემს, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, დაგეგმონ და განახორციელონ ინტერაქტიული გაკვეთილები.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა ტრენინგ-მოდული, დამხმარე სასწავლო მასალა მასწავლებლებისთვის, განხორციელდა ტრენერთა ტრენინგი, რომელიც მარტში 300-მდე, ხოლო წლის ბოლომდე სამოქალაქო განათლების 600-მდე პედაგოგის გადამზადებას ითვალისწინებს.

მასწავლებელთა ტრენინგების შესახებ ინფორმაცია, როგორც განათლების სამინისტროს, ისე სამოქალაქო პედაგოგთა ფორუმის მიერ გავრცელდა და მასზე დარეგისტრირება შესაძლებელი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პედაგოგისთვის, რომელიც საგანს „მოქალაქეობა“ ასწავლის. 22-23 თებერვალს მასწავლებელთა პირველი ტრენინგი თბილისში გაიმართა. მომდევნო ტრენინგები კი ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018 წელს დამტკიცდა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის აქტიური ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ფინანსურ-ეკონომიკური განათლების საკითხები საბაზო საფეხურზე, საგანში „მოქალაქეობა“ გაერთიანდა.

ახალი გეგმის მიხედვით, სწავლება 2019-2020 სასწავლო წელს პირველად მე-7 კლასებში დაიწყო და მომდევნო წლებში ეტაპობრივად, საბაზო საფეხურის ზედა კლასებშიც გაგრძელდება. უშუალოდ ფინანსურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას მოსწავლეები მიმდინარე წლის აპრილ-მაისიდან შეძლებენ.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის განკუთვნილი დამხმარე სასწავლო მასალა მე-7 კლასის წლიურ პროგრამაში მოცემულ ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხს ფარავს, ასევე, მოიცავს ჯგუფურ სამუშაოებს, საკლასო აქტივობებსა თუ სხვა დავალებებს, რომლებიც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოსა და ინტერაქტიულს გახდის. აღნიშნული მასალის ელექტრონული ვერსია ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც აიტვირთება და მის გამოყენებას ყველა დაინტერესებული მასწავლებელი უფასოდ შეძლებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება