სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მესამეკლასელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
20-02-2020
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მესამე კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. 

სამუშაო თემა იყო - „დედამიწის ეკოსისტემა“.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს სხვადასხვა სახის სააზროვნო დავალებას უნდა გამკლავებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის თემა მოიცავდა საინფორმაციო საუბრებს ეკო-სისტემასა და ეკოკლუბებზე.

„თავისუფალი გაკვეთილების კვირეულის განმავლობაში, ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფად სწორედ ისინი იქცნენ. ყველაზე მთავარი ბავშვებისთვის პასუხისმგებლობის შეგრძნება იყო, რომ თავადაც არიან ამ სამყაროს ნაწილნი და თუ თავად არ მოისურვებენ გაუფრთხილდნენ ბუნებას, სხვას ვერ აიძულებენ, რადგანაც ზრუნვა მიზანდასახულობაზეა დამყარებული. შეხვედრის თემა მოიცავდა საინფორმაციო საუბრებს ეკო-სისტემასა და ეკო -კლუბებზე. ოთხ სხვადასხვა ჯგუფს შესაბამისი დავალებები დაურიგდა. („ლექსის ანალიზი“, „ჩემი დედამიწა“, „ჩემი საყვარელი წელიწადის დრო“, „მე ვზრუნავ“). მოსწავლეებმა დავალებები წარმოადგინეს როგორც წერილობითი სახით, ასევე ჩანახატებითაც“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება