სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- ჩხორიის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
20-02-2020
-
+


„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- ამ დევიზით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. 

სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი მაია არახამია გახლავთ. 

კლუბის წევრებმა შექმნეს პოსტერები, პლაკატები, კედლის გაზეთი და უმცროსკლასელებთან ერთად სოფლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

კლუბის წევრებმა პატარებს აუხსნეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესები, დაეხმარნენ საბავშვო წიგნების შერჩევაში, ასევე ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ინგა ფიფიამ მოსწავლეებს აუხსნა, რომ მათ შეეძლოთ ელექტრონული
წიგნებითაც სარგებლობა. ისაუბრეს მწერლებზე, პოეტებზე, ამ დღის მნიშვნელობაზე.

კლუბის წევრები ეწვივნენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და მათ სიმბოლურად ზღაპრები წაუკითხეს. პატარებმაც წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს მათი საყვარელი ზღაპრის გმირები.

დღემ ხალისიანად ჩაიარა.

სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება