სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

6 მსოფლიო ვარსკვლავი, რომლებმაც თავი პედაგოგიურ საქმიანობაშიც მოსინჯეს
17-10-2020
-
+


მასწავლებლობა რომ საინტერესო და სასურველი პროფესიაა, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, მაგრამ იცოდით, რომ პედაგოგიური საქმიანობით მსოფლიოს არაერთი ვარსკვლავი ყოფილა დაინტერესებული?

„ეტალონი“ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:    

ანჯელინა ჯოლი - მსახიობი

ამერიკელი მსახიობი და მსოფლიოს ერთ-ერთ ლამაზ ქალად აღიარებული ჯოლი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის სკოლაში მიწვეული პედაგოგია. მის ამ საქმიანობას პირველ ეტაპზე პროფესიული საზოგადოების კრიტიკაც მოყვა, რადგან მსახიობს შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია არ ჰქონდა, თუმცა სასწავლო დაწესებულება მიიჩნევს, რომ ჯოლიმ საკმარისი პრაქტიკული ცოდნა დააგროვა, როგორც კეთილი ნების ელჩმა და ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების ცენტრში სტუდენტებისთვის ბევრი საჭირო გამოცდილების გაზიარება შეუძლია.



კევინ სპეისი - მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი

"ოსკაროსანი" მსახიობი კევინ სპეისი მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში - ოქსფორდში  სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა.



ოპრა უინფრი - ტელეწამყვანი, მსახიობი

ყველაზე პოპულარული შოუს წამყვანი აშშ-ში 25 წლის განმავლობაში ცდილობდა არა მხოლოდ გაეფართოვებინა თავისი აუდიტორია, არამედ  განევითარებინა ის. უინფრი მნიშვნელოვან დროს სოციალურ საკითხებთან ერთად განათლებასაც უთმობდა. ის კითხულობდა ლიდერობის კურსს ​კელოგის მენეჯმენტის სკოლაში, ილინოისის შტატში. მან, ასევე, გოგონებისთვის დაარსა საკუთარი ლიდერობის აკადემია, რომელიც იოჰანესბურგში მდებარეობს.



პლასიდო დომინგო - ესპანელი ტენორი, დირიჟორი

საგანმანათლებლო სფეროში ძალები მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სამი ტენორიდან ერთ-ერთმა, პლასიდო დომინგომაც, მოსინჯა. ის ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში მუსიკას ასწავლიდა. მისი თქმით, სტუდენტებთან მუშაობით უდიდეს სიამოვნებას იღებდა.



სპაიკ ლი - კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მსახიობი

სპაიკ ლიმ მასწავლებლობა ორჯერ სცადა. 1991 წელს ის კითხულობდა ისტორიის კურსს ჰარვარდში, 1993 წელს დაიწყო სწავლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტის "ტიშას სამხატვრო სკოლაში", სადაც ის თავადაც სწავლობდა. 2002 წლიდან სპაიკ ლი არის ამ საგანმანათლებლო დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისურასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კურსს კითხულობს.



კანიე უესტი - მუსიკალური პროდიუსერი, რეპერი

ოქსფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში კანიე სტუდენტებს ხელოვნებასა და დიზაინს ასწავლის. ასევე, ის სტუდენტებს უყვება, თუ როგორ პოულობს ინსპირაციას და როგორ ახერხებს კონკრეტულ ამოცანებზე ფოკუსირებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება