სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„სიხარულისგან ემოციებს ვერ ვმალავ, ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა“ - მარნეულის „ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა“
10-02-2020
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, მარნეულის N6 საჯარო სკოლაში ჩატარდა. 

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, რესურსცენტრის უფროსი ქენან ომაროვი, მერიის და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა პროექტის ავტორს მადლობა გადაუხადა და „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩას და მთელს გუნდს. „ეტალონი“ ბავშვებს საშუალებას აძლევს ცხოვრების სწორი გზა ნახონ და განათლებას მიაქციონ ყურადღება. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის განვითარების დიდი მოტივატორია“.

რესურსცენტრის უფროს ქენან ომაროვს მოსწავლეების წარმატების იმედი აქვს: 

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. მინდა მივულოცო გამარჯვებულს, ნამდვილად დიდი პატივია ატარო „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული. მარნეულის მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლეები წინა წლებშიც კარგად  წარმოაჩენდნენ თავს, ამიტომ წარმატების იმედი ახლაც გვაქვს. პროექტს დიდი ხანია ვგულშემატკივრობ, ჩვენი მოსწავლეები მუდმივად იღებენ მონაწილეობას და მთელი წელი ელოდებიან ამ ღონისძიებას“.

ჯანდარის საჯარო სკოლის წარმომადგენელი მერი ხაჩიძე ამბობს, რომ „ეტალონი მოსწავლეები“ ყველასათვის მისაბაძები არიან:

„სემა ძალიან კულტურული, ჭკვიანი, პასუხისმგებლიანი გოგონაა. მიხარია, რომ ასეთ წარმატებას მიაღწია, რაც დაეხმარება მეტად თავდაჯერებული გახდეს. მისი წარმატება სხვა ბავშვებისთვისაც მისაბაძია, მათაც გაუჩნდებათ მოტივაცია და სწავლის მიმართ ინტერესი. „ეტალონს“ მინდა მადლობა გადავუხადო, რათა ბავშვებს თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს“.

„მარნეულის ეტალონი მოსწავლისთვის“ გამარჯვება ძალიან ემოციური, ფინალისთვის კი დიდი მოტივატორია: 

„ვღელავ, რადგან გამარჯვებას არ ველოდი. ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს ძალიან გამიხარდა, ემოციებს ვერ ვმალავ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, ფინალისთვის ვეცდები მაქსიმალურად კარგად მოვემზადო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს ასეთი შესაძლებლობისათვის“.

საიმერლოს „ეტალონი“ მასწავლებელი“, პროექტთან მრავალწლიან მეგობრობას უსვამს ხაზს:

„პროექტი „ეტალონი“ ძალიან მიყვარს. აქტიურად ვარ ჩართული და მუდმივად ვგულშემატკივრობ მონაწილეებს. სკოლაში „ეტალონის“ მასწავლებელი ვარ, ვცდილობ ბავშვებს დავეხმარო როგორც ღონისძიებისთვის მომზადებაში, ასევე ავუხსნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართულობა მათი განვითარებისათვის“.

მარნეულის „ეტალონის“ მეორეადგილოსანი ანა ხარშილაძე აღნიშნავს, რომ მეორე ტურისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა:

„ეტალონისთვის“ მოსამზადებელი პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო ჩემთვის. როცა გავიგე, რომ მეორე ტურში გადავედი დავიწყე სხვადასხვა წიგნებით მეცადინეობა, ვდილობდი მომესწრო და მცირე დროში, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიმეღო. ვფიქრობ, რომ ჩემი შრომა დღეს ნამდვილად დაფასდა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება