სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

კორონავირუსის გამო ჩინეთი იძულებულია ონლაინ-სწავლებაზე გადავიდეს
10-02-2020
-
+


ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების გამო, ქალაქ ჰეფეის (ჩინეთი, ანხოის პროვინცია) ყველა დაწყებით და საშუალო სკოლაში გაზაფხულის სემესტრის დაწყება გადაიდო.

მაგრამ ჩინელმა მასწავლებლებმა მაღალი და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა დასახმარებლად ინტერნეტ-ტექნოლოგიებს მიმართეს და გაკვეთილებს „დისტანციურად“, სოციალური ქსელების ონლაინ-პლატფორმებისა ​და ვიდეო-კონფერენციების გამოყენებით აგრძელებენ. 

ონლაინ-გაკვეთილებს ორგანიზება რამდენიმე საშუალო სკოლამ გაუკეთა და მოსწავლეებს სწავლის გაგრძელების საშუალებას სახლიდან გაუსვლელად აძლევს.

მასწავლებელს შეუძლია აუცილებელი სასწავლო მასალა მოსწავლეს პირადად ან საერთო ჩატში გაუგზავნოს, იქვე მასწავლებელი ამოწმებს საშინაო დავალებას და ახალ მასალას ხსნის. ახალი ინტერნეტ-რესურსების გამოყენება ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსის აფეთქების გამო უხდებათ.

რადგან ჩინეთის რამდენიმე ქალაქში კარანტინი გამოცხადდა და დაიხურა, ადამიანებს სახლიდან გასვლის ეშინიათ, ამიტომ სკოლები და უნივერსიტეტები იძულებული არიან ონლაინ-სწავლებას მიმართონ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება