სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოდიაქოს ერთი ნიშანი, რომელსაც ორი პრობლემა აქვს და ნიშნები, რომლებსაც საუკეთესო კვირა ელით - 3 დღე ამ კვირაში, როცა სიტუაცია დაიძაბება
03-02-2020
-
+


ამ კვირაში მნიშვნელოვანი მოვლენები გველის. გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში. ადამიანებში მოიმატებს ინტუიცია, ტყუილებისადმი მიდრეკილება, წარსულზე ფიქრი, დახვეწილი იუმორისა და ფანტაზიების უნარი.

7 თებერვალს კი სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს ცეცხლის სტიქიის ვერძის ზოდიაქოში. სიყვარული იქნება ცეცხლით აღსავსე, აქტიური და ენერგიული. მაგრამ ასევე, მოიმატებს ეგოიზმი, კამათი, აგრესიულობა და სულსწრაფობა.

კვირის მთავარი მოვლენა კი 8-11 თებერვალს ხდება - შაბათ-კვირას და ორშაბათს. სავსემთვარეობაზე იძაბება სიტუაცია. მოტყუების ტენდენციაც გააქტიურდება.

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი - აქტიური და წარმატებული ხართ. საუკეთესო ლიდერი იქნებით. შეიძლება ბიზენსაქმიანობაში ჩაერთოთ, რომელიც წარმატებას მოგიტანთ. პირად ურთიერთობებისთვისაც კარგი დროა, შარმიანი ხართ.

კურო - ცოტა დაღლილობას იგრძნობთ, ნუ გადაიტვირთებით. სარისკო მოქმედებას მოერიდეთ და ზედმეტი პასუხილმგებლობა არ აიღოთ საკუთარ თავზე. ამ კვირაში თქვენ 2 პრობლემა გაქვთ - დაბალი ენერგოტონუსი და ყველა სახის ფინანსური საქმეები, უნდა გადადოთ ფინანსური აქტივობები - სარისკო ფინანსური მოქმედებები და დანაკარგები შეიძლება გქონდეთ. თუმცა კარიერისთვის კარგი დროა, შეიძლება ახალი თანამდებობა ან საინტერესო იდეა გაჩნდეს.

ტყუპი - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. უცხოელებთან კონტაქტისთვის და უცხო ენების ათვისებისთვის მშვენიერი დროა. იდეების გენერირებას მოახდენთ, რომანტიული ურთიერთობისა და ახალი თავგადასავლებისთვის კარგი დღეებია. იაქტიურეთ, თქვენი დროა.

კირჩხიბი - თქვენი ენერგოტონუსი შედარებით დაცემულია, ძალიან ნუ დაიტვირთებით. ინტუიციაც კი შემცირებული გაქვთ. თუმცა ძველი შეცდომების გამოსწორების და ახალი საძირკველის ჩადების შესაძლებლობა გექნებათ. გენიალური პერიოდი არ არის, მაგრამ არც ძალიან ცუდია.

ლომი - შარმიანი, აქტიური და იღბლიანი ხართ. თანადგომას ყველასგან იგრძნობთ. პარტნიორული ურთიერთობისთვის კარგი დროა, შეიძლება მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. წარმატებული და ქარიზმატული ხართ.

ქალწული - ენერგოტონუსი დაბალია, ზედმეტად ნუ გადაირტვირთებით. სარისკო მოქმედებებს უკუჩვენება ექნება, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ, თუმცა ძველი საქმეებიდან შეიძლება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.  

სასწორი - თქვენ ხართ ერთ-ერთი ფავორიტი. საოცარი შარმი და დიპლომატი ხართ, თქვენ გაქვთ ნებისმიერი რთული საკითხის კომპრომისების ან დიპლომატიური გზით გადაწყვეტის შანსი. საქმეებს მშვიდობიანად მოაგვარებთ. რომანტიული კავშრებისთვისაც კარგი დროა.

მორიელი - სასიკეთო ცვლილებები გექნებათ, შეიძლება ოჯახის წევრებმა ან პარტნიორმა გაგახაროთ. ინტუიციაც კარგი გაქვთ და საკუთარ პრობლემებში გარკვევას შეძლებთ. ეს კვირა თქვენთვის საქმიანი კუთხით სასიკეთოა.

მშვილდოსანი - მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისა და წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის კარგი პერიოდია. იაქტიურეთ ეს თქვენი დროა.

თხის რქა - თქვითგამორკვევისა და საქმიანობის კუთხით კარგი პერიოდი გაქვთ. ერთადერთი სისუსტეა - ენერგოტონუსის დაცემა. არ გაცივდეთ.

მერწყული - საუკეთსო დროა. იდეების რეალიზება შეგეძლებათ, თუმცა სულსწარფობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ. 

თევზები - ყურადღებით იყავით, ეს თქვენთვის წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ბოლო, ცუდი პერიოდია. ყველანაირ საქმიანობას ერიდეთ, რადგან არ იმუშავებს და ნერვებს მოგიშლით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება