| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„პედაგოგები, რომლებმაც წამყვანის სტატუსისთვის ყველა ეტაპი გაიარეს, სტატუსს ზაფხულში შეიცვლიან, სექტემბრიდან კი შესაბამის დანამატს მიიღებენ“, - ამის შესახებ „ეტალონს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
უფროს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გარდა 19 კრედიტქულის დაგროვებისა, რამდენიმე სავალდებულო აქტივობა უნდა შეესრულებინათ, ესენია: ორი სამოდელო გაკვეთილი, რომლებიც თითო 1 კრედიტით შეფასდებოდა, კვლევა, რომელიც 2 კრედიტით ფასდებოდა და გარე დაკვირვება, რომელიც პედაგოგს 4 კრედიტს მიანიჭებდა.
გარე დაკვირვება მასწავლებლისთვის პროფესიული განვითარების სქემაში შემავალი ერთ-ერთი ის კომპონენტია, რომლის საშუალებითაც მათ სტატუსის ამაღლება შეუძლიათ.
სტატუსის ასამაღლებლად გარე დაკვირვების ვადები 2019 წლის ბოლოს გახდა ცნობილი, მასწავლებლების ნაწილმა გარე დაკვირვება, ისევე როგორც სხვა ყველა სავალდებულო აქტივობა, წარმატებით უკვე გაიარა. თუმცა მათ დანამატისთვის ლოდინი ახალ სასწავლო წლამდე მოუწევთ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ