სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ შევარჩიოთ საწერი კალამი პირველკლასელისთვის - რჩევები მშობლებს
04-09-2020
-
+


პირველკლასელისთვის საწერი კალამი ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ბავშვის აკადემიური მოსწრება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწორად არის ის შერჩეული. იგი წერითი უნარების ათვისებასა და ხელწერის ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას. ამიტომ პირველკლასელისთვის საწერი კალმის შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.

პირველკლასელისთვის კალმის არჩევისას, გასათვალისწინებელია შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:

  • უსაფრთხოება
  • ხარისხი
  • მოხერხებულობა
თანამედროვე სკოლებში ყველაზე ხშირად იყენებენ ბურთულიან კალმებს. მართალია გამონაკლისებიც არსებობს. აღსანიშნავია, რომ ბურთულიანი კალმები წერისთვის ყველაზე მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ ნივთს მიეკუთვნება.

როგორ შევარჩიოთ კალამი სკოლის მოსწავლისთვის, რადგან ხარისხიანი კალმის შეძენა აქტუალურია არა მხოლოდ პირველკლასელისთვის? - მიჰყევით ჩვენს რეკომენდაციებს:

  1. შეიძინეთ საწერი კალამი, რომელიც დამზადებულია არატოქსიკური პლასტმასით;
  2. კალამი არ უნდა იყოს მოკლე, რომ მოსწავლემ მისი ხელში დაჭერა სწორად შეძლოს;
  3. ყურადღება მიაქციეთ კორპუსის სისქეს: პირველკლასელის კალამი არ უნდა იყოს ძალიან სქელი და არც ძალიან წვრილი. როგორც პირველი, ისე მეორე ერთნაირად მოუხერხებელია;
  4. უნდა წერდეს რბილად, ბავშვი წერისას ძალიან არ უნდა აწვებოდეს და ზედმეტ ძალისხმევას ატანდეს;
  5. კარგი კალამი არ წერს ზედმეტად სქლად - ოპტიმალური ვარიანტია - თანაბარი და თხელი კვალი;
  6. მოხერხებულად ითვლება კალამი რეზინის ჩანართით. იგი უზრუნველყოფს, რომ წერის დროს თითები არ სრიალებდეს;
  7. ბავშვებს უყვართ კალმის ღრღნა, ამიტომ მისი თავი უნდა იყოს უსაფრთხო მას უნდა ჰქონდეს ხვრელები, რომელშიც ჰაერი მარტივად გაივლის. ეს ბავშვს დაიცავს იმ შემთხვევაში თუ სახურავი სასუნთქ გზებში მოხვდება;
  8. თუ თქვენი შვილი ცაციაა, უყიდეთ მას სპეციალური კალამი;
  9. ასევე არსებობს პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სპეციალური კალმები, რომლებიც სწორად წერის უნარებისა და კარგი ხელწერის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასეთი კალამი მხოლოდ ხელის სწორად დახრის დროს წერს;
  10. ასევე კალმის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მელნის ფერს. უკეთესია უფრო ნათელი აირჩიოთ, ის ნაკლებად ითხაპნება.

რამდენ კალამს უყიდით პირველკლასელს, რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ პენალში ორი უნდა იდოს. ერთი ძირითადი და ერთი სათადარიგო. თუ ბევრ კალამს ჩაალაგებთ, მაშინ ბავშვი ყოველ ჯერზე არჩევანის წინაშე იდგება, რომელს მიანიჭოს უპირატესობა, ამას კი ძვირფასი დრო მიაქვს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება