| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22% მიიჩნევს, რომ განათლების საკითხს კარგად ვერც ერთი პარტია ვერ გაუმკლავდება.
კითხვაზე, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში რომელი პარტია გაუმკლავდებოდა განათლებას ყველაზე კარგად ? - გამოკითხულთა 25% -ის აზრით, განათლებას ყველაზე კარგად „ქართული ოცნების“ პარტია გაუმკლავდება; 19% მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 5% „ევროპულ საქართველოს“ ასახელებს. 22% ამბობს, რომ ვერც ერთი პარტია ვერ გაუმკლავდება განათლებას, ხოლო 19% აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.
იხილეთ ასევე: გამოკითხულთა 30% განათლების სამინისტროს მუშაობას ცუდად აფასებს - NDI-ს კვლევა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი