| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილები შევიდა. სიახლის მიხედვითაც, რესურსცენტრის უფროსის და საჯარო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინარული წარმოების დაწყება/შეწყვეტის, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და გათავისუფლევის უფლება განათლების მინისტრს ენიჭება.
უფრო კონკრეტულად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულებას შემდეგი პუნქტი დაემატა:
„რესურსცენტრის უფროსისა და რესურსცენტრის საჯარო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, დისციპლინური წარმოების დაწყების, შეწყვეტის, ვადის გაგრძელების, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში - დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების, დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი სამსახურიდან ჩამოშორების შესახებ და სხვა გადაწყვეტილებებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს მინისტრი“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას