სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ჩაიწერეთ საშინაო დავალება“ - რატომ შეიძლება იყოს მასწავლებლების ეს ფრაზა ძველმოდური?
13-10-2020
-
+


თანამედროვე მასწავლებლები ჯერ კიდე წარმოთქვამენ შაბლონურ ფრაზებს, რომლებიც შეიძლება ოდესღაც ნამდვილად აქტუალური იყო, თუმცა დღეს მოსწავლეებისთვის მათი შეხსენების საჭიროება აღარ არსებობს. „ჩაიწერეთ საშინაო დავალება“ ერთ-ერთი ფრაზაა, რომელიც საკმაოდ ძველმოდურად შეიძლება ჟღერდეს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

თუკი თქვენ ამ ფრაზის გამოყენება გჭირდებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაკვეთილის ტრადიციული მეთოდით წარმართავთ, სადაც ჯერ მასწავლებელი რაღაცას ხსნის, შემდეგ კი მოსწავლეები სახლში მიდიან და კონკრეტულ მითითებას ასრულებენ, რაც ნამდვილად ძველმოდურად გამოიყურება.

ამ ფრაზას მასწავლებლები მაშინ წარმოთქვამდნენ, როცა გაკვეთილზე დასწრება ერთადერთი გზა იყო, რომ გაგეგო, რა გქონდა საშინაო დავალებად. დღეს კი ეს მითითება საკმაოდ ძველმოდურად გამოიყურება ციფრულ ეპოქაში, სადაც ბავშვისთვის, როგორც წესი, ძალიან მარტივი უნდა იყოს მასწავლებელთან და მოსწავლეებთან კომუნიკაცია და ამაზე გაკვეთილის დრო არ უნდა დაკარგოთ.

განსაკუთრებით საზიანო ეს ფრაზა შეიძლება გაკვეთილის მიმდინარეობისას იყოს, რადგან ასე ბავშვი ცალკეულ თემაზე აქცენტირდება, იმაზე, თუ როგორ შეასრულოს კონკრეტული დავალება და არა მთელი გაკვეთილის იდეაზე.

და ბოლოს, კარგად შეამოწმეთ, იქნებ საშინაო დავალება გაკვეთილის ბოლოს სახელმძღვანელოშიც კარგად არის მითითებული?!

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება