სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის ერთი საათის ანაზღაურება 15 ლარი იქნება, ხელფასი 2 515 პედაგოგს გაეზრდება - პროფესიული განათლება
09-01-2020
-
+


განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების 2 515 მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება - აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

„პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება. რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება ჯერ კიდევ 2019 წელს 11 ლარამდე გაეზარდა, ხოლო ამჟამინდელი ცვლილების შედეგად  მასწავლებლის ერთი საათის ანაზღაურება (საბაზო) განისაზღვრება 15 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ზრდა 2020 წლის იანვრიდან შეეხება ყველა მასწავლებელს, რომელიც დასაქმებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებაში (კოლეჯი, უნივერსიტეტი, სკოლა) ან იმ კერძო სასწავლებელში, სადაც ირიცხებიან პროფესიული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებით. ეს ცვლილება პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორიდან, წარმოებიდან პროფესიონალი კადრების მოზიდვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, მასწავლებელთა თვიური ანაზღაურება დამოკიდებულია საათობრივ დატვირთვაზე. ამასთან, სამომავლოდ ხელფასის ზრდა დამოკიდებული იქნება პროფესიულის მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე, გამოცდილებასა და მიღწევებზე.

„მათი საშუალო თვიური ანაზღაურება, სრული დატვირთვის შემთხვევაში ამჟამად შეადგენს 1300 ლარს, ხოლო ზრდის შემთხვევაში ის მიაღწევს დაახლოებით 1800 ლარს.

აღსანიშნავია ასევე, რომ სამინისტრო, დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით, მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობს, „პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ახალი მოდელის“ შექმნაზე, რაც იქნება საფუძველი იმისა, რომ მასწავლებელთა ანაზღაურების შემდგომი ზრდა, განპირობებული იქნება სწორედ აღნიშნული მოდელის ფარგლებში მასწავლებელთა კვალიფიკაციით, გამოცდილებითა და პედაგოგიური მიღწევებით. ახალი მოდელის დანერგვა დაგეგმილია 2020 წლის ბოლოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება