სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე გოჩა ტყეშელაშვილი უშგულის საჯარო სკოლას ეწვია
03-01-2020
-
+


„დაუვიწყარი შეხვედრა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან“, - ასე აფასებენ უშგულში „ეტალონის“ პროექტების ავტორთან წინასაახალწლო შეხვედრას.

31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, გოჩა ტყეშელაშვილი მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან კახა ჟორჟოლიანთან ერთად უშგულის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის წარმომადგენლებს მის მიერ მოგვიანებით გაჟღერებული გეგმების შესახებ ესაუბრა.

„ეტალონის“ პროექტების ავტორი 2020 წელს უშგულში, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში შეხვდა.
როგორც etaloni.ge-სთან უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანმა აღნიშნა, შეხვედრა ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო, ხოლო გეგმები გასაგები და მისაღები. ამასთან, დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მისი სკოლა აქტიურად ჩაერთვება იმ ინიციატივების შესრულებაში, რომელიც „ეტალონის“ პროექტების ავტორმა შეხვედრისას გააჟღერა.

„31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენს სკოლაში იმყოფებოდა ბატონი გოჩა და ნამდვილად დაუვიწყარი შეხვედრა შედგა. მოსწავლეებმაც ძალიან გაიხარეს და პედაგოგებიც კმაყოფილები დარჩნენ. ამასთან, იმედს ვიტოვებთ, რომ სამომავლოდაც გვეწვევა.

შეხვედრაზე თავის გეგმებზე გვესაუბრა, რომელიც შემდგომ საახალწლო მილოცვის დროსაც გააჟღერა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მხრივ ვეთანხმებით გაჟღერებულ წინადადებებს და დარწმუნებული ვართ, რომ აქტიურად ჩავერთვებით იმ გეგმების განხორციელებაში, რომელიც შეხვედრისას გაჟღერდა.

ამასთან, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მთელს საქართველოს მივულოცო ახალი წელი. უპირველესად ვუსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, წინასვლა და წარმატება, ბოლოს მინდა ვუსურვო, დიდი ოცნების ასრულება - თავისუფლება“,  - განაცხადა უშგულის სკოლის დირექტორმა ნონა რატიანმა.

იხილეთ სტუმრებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ცეკვა



შეხვედრის შესახებ etaloni.ge-სთან კომენტარი გააკეთა უშგულის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ვერიკო ავალიანმაც.

„ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულო შეხვედრა იყო. ბატონმა გოჩამ დააანონსა გარკვეული სიახლეები და მივიღეთ რჩევები.
სიახლე იყო საოჯახო სასტუმროებთან დაკავშირებით გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც ძალიან მისასალმებელია და ეკონომიკის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ამით თითოეულ ოჯახს გაუჩნდება საკუთარი შემოსავალი. ამასთან, ჩვენ ვთხოვეთ აქტიურობა, რათა „ეტალონი“ სატელევიზიო ეთერს დაუბრუნდეს, ბატონი გოჩა ამასაც შეგვპირდა, რამაც ყველა ძალიან გაგვახარა.

ზოგადად, გოჩა ტყეშელაშვილი დიდ შრომას და ენერგიას დებს მომავალი თაობის განათლებაში. თითოეული ადამიანი, რომელიც განათლების სფეროშია, ისე რომ ფიქრობდეს, აზროვნებდეს და მოქმედებდეს, როგორც ბატონი გოჩა, ნამდვილად ეშველება ჩვენს ქვეყანას.

მთელს საქართველოს ვულოცავ ახალ წელს. ჩვენს ქვეყნას ვუსურვებ მშვიდობას და გაერთიანებას, ასევე მოსახლეობას ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ღვთის წყალობას“, - განაცხადა ვერიკო ავალიანმა.




იხილეთ ასევე: გოჩა ტყეშელაშვილის საახალწლო მილოცვა უშგულიდან  და საჯაროდ დადებული 3 პირობა


იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება