სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5 მარტივი წესი გრიპისგან დასაცავად - პაატა იმნაძის გაფრთხილება და რეკომენდაციები
08-01-2020
-
+


„თუ ბავშვს აქვს სიცხე 38,5 და მეტი ერთი დღის განმავლობაში, ის აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა“, - ასეთია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის რეკომენდაცია მშობლებისთვის. 

მისივე განმარტებით, საქართველოში გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და გასული წლის იგივე პერიოდის მონაცემებთან შედარებით წელს გრიპით დავადებულთა რაოდენობა მცირეა. მიუხედავად ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გრიპისგან დაცვის 5 მარტივ წესს სთავაზობს:

1 - ჩაიტარეთ აცრები

გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია - ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაიცვათ თავი დაავადებისგან და მისი პოტენციური გართულებებისგან.

2 - რეგულარულად დაიბანეთ ხელები

სუფთა ხელები ხელს უწყობს მრავალი ინფექციური დაავადების პროფილაქტიკას, გრიპის ჩათვლით. ხელის ჰიგიენის დაცვა - საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის  შენარჩუნების მარტივი გზაა.

3 - ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს

თვალები, ცხვირი და პირი - გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ყველაზე სავარაუდო გზაა.
შესუნთქულ ჰაერში გრიპის გამომწვევის არსებობის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების რისკი თუ არ შეეხებით ხელებით სახეს.

4 - მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს

გრიპი გადამდებია. ის ადვილად ვრცელდება ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, მაგ.: სამოქალაქო ტრანსპორტში, სასწავლო დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებში და მასობრივი ღონისძიებების დროს.

5 - თუ ავად ხართ - დარჩით სახლში

თუ გრიპით ხართ ავად, თქვენ საფრთხეს უქმნით ირგვლივმყოფთ. ირგვლიმყოფებთა კონტაქტების დროული შეზღუდვის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის გრიპის შემდგომ გავრცელებას და შესაძლოა გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე.

პაატა იმნაძის განცხადებით, უფროსების საავადმყოფოში არ არის ასეთი გადატვირთულობა, როგორიც ბავშვთა საავადმყოფოებშია.

„არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა. მაგრამ ვინც ავადაა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა ეპიდემია. ძირითადად ბავშვები ავადდებიან გრიპით, მცირეწლოვანი ბავშვები და ჰოსპიტალიზაციაც მათ უხდებათ. დიდების საავადმყოფოში არ არის ასეთი გადატვირთულობა, როგორიცაა ბავშვთა საავადმყოფოებში. თუ ბავშვს აქვს სიცხე 38,5 და მეტი ერთი დღის განმავლობაში, ის აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. ეს არის ზამთრისთვის და ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის დღეს არ ითვლება ეს ეპიდემიად", - განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება გარდაცვლილებს. როდესაც ამდენი ადამიანი ხდება ავად, ყოველთვის აღმოჩნდება რისკის ჯგუფი წარმომადგენელი, რომელიც გვიან მიმართავს ექიმს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხდება“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

ცნობისთვის, წელს სეზონური ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ გარდაცვალებულებს H1N1 ვირუსი ჰქონდათ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება