სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ მოვემზადო მასწავლებლების გასაუბრებისთვის? - რჩევები პედაგოგებს 
02-11-2020
-
+


როდესაც სკოლიდან გასაუბრებაზე გიბარებენ, როგორ გრძნობთ თავს - ღელავთ, აღფრთოვანებულები ხართ თუ გეშინიათ?

გასაუბრებისთვის კარგად მომზადებული და თქვენს სფეროში კვალიფიციური კადრი თუ ხართ, სანერვიულო არაფერია. ასე საოცნებო სამსახურის დასაწყები შეკითხვები რუტინული და მარტივიც მოგეჩვენებათ.

etaloni.ge ინტერვიუსთვის მოსამზადებლად დაგეხმარებათ.

5 გავრცელებული შეკითხვა მასწავლებლის ინტერვიუზე:

როგორ ურთიერთობთ მშობლებთან?

ეს შეკითხვა ნებისმიერ სკოლაში გასაუბრებისას შეიძლება დაგისვან. სასურველია ამისთვის სათანადო გეგმა და პასუხი წინასწარ გქონდეს მომზადებული. მაგალითად, ეტყვით, რომ მშობლებთან წერილობითი მიმოწერა გექნებათ. მესამე კლასის ზემოთ მოსწავლეებს შეფასების წიგნაკს აწარმოებინებთ, სადაც მშობელი ყოველ ღამე ხელს მოაწერს, რომ შვილის შედეგებს გაეცნო. როდესაც დისციპლინის პრობლემა გექნებათ, მშობლებს დაურეკავთ და ხშირად მოიწვევთ სკოლაში, შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია ინდივიდუალურად რომ მიაწოდოთ.

აღწერეთ თქვენი დისციპლინის მეთოდები

დისციპლინაზე როდესაც გკითხავენ, უთხარით, რომ არც ძალიან რბილი ხართ და არც ძალიან მკაცრი. უთხარით, რომ არ ყვირით და სკოლისთვის შეუსაბამო საქციელებზე შესაბამისი რეაქცია გაქვთ. უთხარით, რომ ქცევის წესებს მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებთ, საკლასო ოთახის კედელზე გამოაკრავთ და ყველა მოსწავლეს თანასწორად მიუდგებით.

აუცილებლად გაუსვით ხაზი, რომ თქვენ დისციპლინაზე უმნიშვნელო პრობლემები თუ შეგექმნებათ, რადგან თქვენი გაკვეთილები საინტერესოა, მოსწავლეები მაქსიმალურად ჩართულები არიან და დისციპლინის დარღვევის სურვილიც არ უჩნდებათ.

როგორაა თქვენი გაკვეთილები მორგებული სტანდარტებზე?

სკოლის ადმინისტრაციამ შესაძლოა საგანმანათლებლო სისტემის ეროვნულ სტანდარტზე გკითხოთ, ამიტომ საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე სიახლეებს და საკანონმდებლო ცვლილებებს უნდა იცნობდეთ. თქვენი საგაკვეთილო გეგმა არსებულ სტანდარტებს აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს. როდესაც გეგმის წარდგენას გთხოვენ, თქვენ გეგმასა და სტანდარტებს შორის კავშირი აჩვენეთ.

თქვენი სამუშაო გეგმა მოსწავლეთა საჭიროებებს რამდენად შეესაბამება?

თქვენი მუშაობის სტილი „ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმას“ უნდა შეესაბამებოდეს. ანუ თქვენი მუშაობა ყველა მოსწავლის საჭიროებასა და ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს. მსგავს შეკითხვაზე შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეების მოსასმენად დამატებითი დროს გამოყოფთ, მათთან ერთად დავალებებზე დამტებით იმუშავებთ და ა.შ.

მოგვიყევით თქვენზე

თქვენს შესახებ მოყოლას ნებისმიე​რ გასაუბრებაზე გთხოვენ. თქვენი ბეგრაუნდი ძალიან მოკლედ, რამდენიმე წინადადებაში ჩაატიეთ. უთხარით რომელი სასწავლებელი დაასრულეთ, რაში ხართ სერტიფიცირებული, მოუყევით სამუშაო გამოცდილებაზე და უთხარით, რატომ გეყვარებათ თქვენი სამსახური.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება