სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ შევიძინოთ საახალწლო საჩუქრები ისე, რომ მთელი ხელფასი არ დავხარჯოთ​
24-12-2020
-
+


ახალი წელი ის პერიოდია, როდესაც ოჯახის შემოსავალი ჯერ კიდევ პირველ იანვრამდე იხარჯება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ახლობლებისთვის საჩუქრები ისე შევარჩიოთ, რომ სადღესასწაულო განწყობაც შევუქმნათ და ჩვენც არ აღმოვჩნდეთ ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე.

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი ისე, რომ არ გავკოტრდეთ? - გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, რომელიც, იმედია, გიხსნით ერთთვიანი ბანკროტობისგან:

  1. შეადგინეთ საჩუქრების სია

წინასაახალწლოდ სავაჭრო ცენტრში ისეთი ქაოსია, არჩევანის მრავალფეროვნება თვალს გვიჭრელებს და გაურკვეველ სურვილებს აყოლილები, ვყიდულობთ ისეთ ნივთებს, რომელიც დიდად არც საჩუქრად გამოგვადგება და არც ოჯახში.

მარკეტოლოგების ნება-სურვილზე რომ არ ვიაროთ და ზედმეტი ხარჯი თავიდან ავიცილოთ, საჭიროა, წინასწარ შევადგინოთ სია.

  1. წინასწარ იყიდეთ სასურველი ნივთები

ადვილი არ არის, წინასწარ საჩუქრების ყიდვა, თუმცა ფაქტია, ეს თანხის დაზოგვაში დაგვეხმარება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ყველაფერი ძვირდება და გარდა ამისა, შესაძლოა სადღესასწაულო ეიფორიაში ვერც მოვიცალოთ საშოპინგოდ.

  1. იყიდეთ იქ, სადაც იაფია

ვის არ უნდა, აიღოს ფულით სავსე საფულე და ეწვიოს უახლოეს სავაჭრო ცენტრს. თუმცა უპირობოდ შეიძლება თქმა, რომ იქ ფასები 10-40 %-ით მაღალი იქნება; ასე რომ, ბაზრობაზე საჩუქრების ყიდვა, შესაძლოა, ბანალურია, სამაგიეროდ, ბევრად იაფი დაგიჯდებათ.

  1. მთავარია, ხარისხი და არა რაოდენობა

ერთი სოლიდური საჩუქრის შეძენა ბევრად მომგებიანი იქნება თქვენი ბიუჯეტისთვის, ვიდრე რამდენიმესი ერთად - ასე, დროსაც დაზოგავთ და თანხასაც.

  1. თავად შეფუთეთ საჩუქრები

შესაძლოა, ეს დიდად სასიამოვნო საქმიანობა არც იყოს თქვენთვის და გარკვეულ ცოდნასაც მოითხოვს, თუმცა რთულიც არაა - საკუთარი ხელით გადაახვიოთ ახლობლისთვის განკუთვნილი ნივთი ბრჭყვიალა ქაღალდში.

  1. საჩუქარი საჭიროების მიხედვით აარჩიეთ

საახალწლო საჩუქარს ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს ვჩუქნით, შესაბამისად, კარგად ვიცით, რა სურთ. უსარგებლო ნივთების ჩუქებას, კი ყოველთვის სჯობს, სწორედ ადამიანის საჭიროებიდან ამოვიდეთ და თუნდაც ბანალური, მაგრამ ისეთი საჩუქარი გავუკეთოთ, რომელიც აუცილებლად გამოადგება.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება