სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

8 ოცნება უნდა ჩაიფიქროთ, თეფშების ქვეშ კი 20-თეთრიანები დაალაგოთ - ახალი წლის ღამის რიტუალი, რომელიც იღბალს მოგიტანთ
30-12-2019
-
+


ყოველ ახალ წელს, ტრადიციულად, ოჯახები განსხვავებული მოლოდინებითა და სურვილებით ვხვდებით. ეს ისეთი დროა, როდესაც ვგრძნობთ, რომ ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია, რაც არ მოგვწონს ჩვენს ცხოვრებაში.

ამბობენ, რომ ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს შინაგან განწყობას, სურვილების სწორად ჩაფიქრებასა და რიტუალებს, რომლებიც ბარაქის, იღბლისა და წარმატების მოსაზიდადაა საჭირო.  

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „ეტალონის“ მკითხველს იმ საახალწლო რიტუალს ასწავლის, რომელსაც 2020 წელს სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლია თქვენთვის.

„ორი 20 თეთრიანი გვაძლევს 2020 წლის კომბინაციას. სუფრაზე ყველა თეფშის ქვეშ 2 ცალი 20 თეთრიანები უნდა დაალაგოთ. შემდეგ კი მთელი წელი ატაროთ საფულით. ამ ახალი წლის ღამეს, უნდა ჩაიფიქროთ 8 ოცნება. აანთეთ ოთხი თეთრი ფერის სანთელი საახალწლოდ. ჩაუთქვით სანთლებს, რაც გსურთ, რომ მოხდეს მომავალ წელს - 4 სურვილი უნდა გაანდოთ სანთლებს. ასევე აიღეთ 4 ცალი 20 თეთრიანი მონეტა და როგორც კი ახალი წელი დადგება, ყულაბაში ჩააგდეთ სათითაოდ. თითოეულის ჩაგდებისას ჩაიფიქრეთ სურვილები. ოთხი ოცნება - ოთხი 20 თეთრიანის ჩაგდებასთან ერთად ჩაიფიქრეთ. გამოდის, რომ სულ უნდა ჩაიფიქროთ 8 ოცნება, რომლებიც მომავალ წელს გინდათ აგისრულდეთ.  ამ რიტუალით მომავალ წელს უფრო მეტად იქნება წარმატების შანსი და ოცნებების განხორციელების შესაძლებლობა თქვენს ცხოვრებაში“, - გვირჩევს მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგის რჩევით, მეკვლე უნდა იყოს ოჯახის ერთგული და ოღბლიანი ადამიანი. მან უნდა შემოაგდოს 4-დან-20 ცალამდე 20 თეთრიანი. ამასთან, კარგი იქნება თუ ჩართავთ მრავალჟამიერს ან თქვენ თვითონ იმღერებთ. ეს არის საუკეთესო გამწმენდი საშუალება. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება