სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ბლიც-ინტერვიუ „ეტალონის“ შემოდგომის სეზონის შუალედური კონკურსის I ადგილოსან ლუკა კოტორაშვილთან
19-12-2019
-
+


ლუკა კოტორაშვილი „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე“ და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის შუალედური ფინალური კონკურსის I ადგილოსანია. გთავაზობთ, ბლიც-ინტერვიუს და ლუკას პასუხებს, რაც მის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.

1. როგორ ემზადებოდი „​ეტალონისთვის“?


„ეტალონისთვის“ ინტერნეტიდან ჩემთვის საინტერესო და უცნობ ინფორმაციებს ვიძიებდი. ყოველ ჯერზე კომპიუტერის ჩართვა - ახალ ინფორმაციების გაცნობას ნიშნავდა, რომელიც კონკრეტულ მომენტში მაინტერესებდა. არ ვაკლდებოდი რაიონში დაგეგმილ ინტელექტ-თამაშებს, რათა გამეღრმავებინა ცოდნა. გარდა ამისა, ვკითხულობ წიგნს ,,ტაიმ-აუტი“.

2. რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც „ეტალონი მოსწავლე“ გახდი?

რაც „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი, მაქვს შეგრძნება, რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია და ჩემ თავში ეჭვი აღარ მეპარება. ყველა მილოცავს და თითქოს უფრო „მაღალ საფეხურზე“ გადავიწიე, ამ გამარჯვებამ თავდაჯერება შემმატა.

3. რა რჩევას მისცემდი მომავალ „ეტალონელებს“​?

მომავალ „ეტალონელებს“ ვურჩევ, რომ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები და გააკეთონ ყველაფერი მიზნის მისაღწევად. მარტივი გამოწვევები დიდ პრობლემად არ აქციონ და სჯეროდეთ, წინ უფრო დიდი წარმატება ელით. მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ეცადონ გამოიყენონ ის კარგი საქმეებისთვის.

4. რომელია შენი საყვარელი საგანი?

ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მათემატიკიდან ნებისმიერ კითხვას ვუპასუხებდი, მაგრამ ნერვიულობის ფონზე სწორედ ის შემეშალა.

5. შენი საყვარელი სიტყვა

ზოგადად, ასეთი არ მაქვს, მაგრამ მომწონს სიტყვა - ,,იმოქმედე“, რადგან აზრობრივად ბევრს მოიცავს.

6. რისი მიღწევა გსურს?

მსურს ვიყო წარმატებული, პოპულარული და მდიდარი. ამჟამად, ჩემი მიზანი არის „ეტალონის“ ფინალის პირველი ადგილით დასრულება.

7. ვინ გინდა იყო პროფესიით? რატომ?

უფრო ტექნიკური საგნებისკენ ვიხრები და მსურს ბიზნესმენი ან მეცნიერი ვიყო. მინდა გამოვიგონო რამე (რაშიც პატარ-პატარა მიღწევები უკვე მაქვს). ასევე, ჩემი დიდი ოცნებაა გავხდე პოპ მომღერალი, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველოში ამის მიღწევა ძნელია.  სიმღერა მუდამ ჩემშია და მიადვილებს ცხოვრებას.

8. რას თვლი შენს ძლიერ და სუსტ მხარედ?

ჩემი ძლიერი მხარეა ნიჭი. რაც შეეხება სისუსტეს, ზედმეტად ემოციური ვარ და ეს მაბრკოლებს.  ამის გამო ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა, რაც ხელს მიშლის დასახული მიზნებისა თუ ოცნებების მიღწევაში.

9. რა არის ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გიყვარს?

ყველაზე მეტად მიყვარს, ჩაბნელებულ ოთახში, დიდი ეკრანზე საინტერესო ფილმის ყურება. ასევე, სიმღერა და მოგზაურობა/მგზავრობა.

10. რომელი წიგნი წაიკითხე ბოლოს?

ბოლოს წავიკითხე „ჯინსების თაობა“ - მეორედ. მანამდე კი ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“.

11. შენი საყვარელი მწერალი.

ერთ საყვარელ მწერალს ვერ დავასახელებ, რამდენიმე მყავს: შოთა რუსთაველი, დოსტოევსკი, აგათა კრისტი, დათო ტურაშვილი, ჰარპერ ლი...

12. შენი საყვარელო საახალწლო ტრადიცია.

ჩემი საყვარელი საახალწლო ტრადიციაა ნაძვის ხის მორთვა და მეკვლეობა. მიყვარს თოვლიან ღამეს ოჯახის გახარება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება