სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ბლიც-ინტერვიუ „ეტალონის“ შემოდგომის სეზონის შუალედური კონკურსის II ადგილოსან ლოლიტა კინწურაშვილთან
20-12-2019
-
+


ლოლიტა კინწურაშვილი „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის შუალედური ფინალური კონკურსის II ადგილოსანია. გთავაზობთ, ბლიც-ინტერვიუს და ლოლიტას პასუხებს, რაც მის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.

1. როგორ ემზადებოდი „​ეტალონისთვის“?

ვეცნობოდი ზოგად ინფორმაციას - ვკითხულობდი ბევრს და ვცდილობდი საინტერესო ფაქტებს გავცნობოდი.

2. რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ რაც „ეტალონი მოსწავლე“ გახდი?

მას შემდეგ რაც „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი ბევრი რამ შეიცვალა. ყველა ამაყობს ჩემით და გაიზარდა ჩემი პასუხისმგებლობაც. უფრო თავდაჯერებული გავხდი. დიდ მადლობას ვუხდი „ეტალონს“ და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი პროექტისთვის.

3. რა რჩევას მისცემდი მომავალ „ეტალონელებს“​?

აუცილებლად მიიღონ ამ პროექტში მონაწილეობა. არ არის მნიშვნელოვანი გაიმარჯვებ თუ არა, შენ უკვე ამ დიდი ოჯახის წევრი ხარ. ყველას ვურჩევ, რომ იყვნენ თავდაჯერებულები.

4. რომელია შენი საყვარელი საგანი?

ყველა საგანი ერთნაირად მიყვარს და ვცდილობ ყველა კარგად ვისწავლო.

5. შენი საყვარელი სიტყვა.

„წინსვლა“.

6. რისი მიღწევა გსურს?

მინდა გავხდე წარმატებული, რათა ყველამ იამაყოს ჩემით.

7. ვინ გინდა იყო პროფესიით? რატომ?

მინდა გავხდე პედაგოგი. ჩემი ცოდნა სხვებსაც გავუზიარო.

8. რას თვლი შენს ძლიერ და სუსტ მხარედ?

ძლიერ მხარედ ვთვლი თავდაჯერებულობას, სუსტ მხარედ კი გულჩვილობას.

9. რა არის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გიყვარს?

მიყვარს კითხვა და ადამიანებთან ურთიერთობა.

10. რომელი წიგნი წაიკითხე ბოლოს?

ტომას მაინ რიდის „უთავო მხედარი“.

11. შენი საყვარელი მწერალი.

ნოდარ დუმბაძე.

12. შენი საყვარელო საახალწლო ტრადიცია.

ჩემი დაბადების დღეა 1 იანვარი და ტრადიციულად ახლობლები ჩემთან იკრიბებიან. ყველა ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება