სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

რა ნივთი უნდა ატაროთ, რომ მომავალი წელი წარმატებული და იღბლიანი გქონდეთ? - თილისმები ზოდიაქოს ნიშნებისა და თვეების მიხედვით
03-01-2020
-
+


2020 წელს ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს თავისი თილისმა, რომელიც მისი მეგზური იქნება მთელი წლის განმავლობაში. რა ნივთი უნდა ატაროთ, რომ მომავალი 12 თვე წარმატებული და იღბლიანი იყოს? - ზოდიაქოს ნიშნებისა და თვეების მიხედვით თილისმების ჩამონათვალს, ფენ-შუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

ფენ-შუის მიხედვით თითოეული ზოდიაქოს ნიშნის თილისმა ასეთია: 

ვერძებისთვის  - მზის გამოსახულება, იგი შეიძლება იყოს გამოსახული როგორც ქვაზე, ასევე ხეზე.

კუროებისთვის  - ლითონის ნაკეთობა, ნატურალური ქვებით, კერძოდ, სერდოლიკი სპილენძში.

ტყუპებისთვის - კალია ან კოლიბრის ფიგურა. ისინი სიმბოლიზირებენ ამ ნიშნის წინსვლას.

კირჩხიბებისთვის -  ნებისმიერი ზღვის ბინადრის გამოსახულება, წარმატებას მოგიტანთ ვერცხლის მთვარის ფიგურა.

ლომებისთვის - ლითონის ან ქვის მზესუმზირის ყვავილის გამოსახულება. ასევე ამულეტად გამოგადგებათ ლომის ფიგურა.

ქალწულებისთვის - მრგვალი სერდიოლიკი კულონის სახით.

სასწრობისთვის - ვერცხლის სასწორის ფიგურა, წარმატების მომტანია ასევე სპილენძის ჩიტის ფიგურა.

მორიელებისთვის - ვერცხლის ნახევარმთვარის გამოსახულება. დაცვითი ამულეტი კი არის ლითონის ბაყაყი.

მშვილდოსნების - ხოჭოს გამოსახულება. თილისმა წარმატებისთვის ასევე შეიძლება იყოს ნალი ან ცხენის უნაგირის გამოსახულება.

თხის რქებისთვის - ქვის კუ, ფინანსურ იღბალს კი მოუტანს ფუტკრის გამოსახულება.

მერწყულებისთვის - მტრედი, ჩიტის ბუმბული და კალია

თევზებისთვის - ზღვის ბინადართა ქვის გამოსახულება.

ფენ-შუის სპეციალისტის ინფორმაციით, წლების მიხედვით ზოდიაქოს ნიშნის თილისმები გახლავთ:

ვირთხა - ნებისმიერი ოქროს ნაკეთობა, რომელსაც ატარებთ მუდმივად

ხარი - ვერცხლის ბორბლის გამოსახულება

ვეფხვი - ქვის კუ.

კურდღელი - ძველებური მონეტა საფულეში ჩასადებად

დრაკონი - ტილოს პატარა ტომარაში მოთავსებული ხორბალი

გველი - ქვის ან ხის გველის ფიგურა

ცხენი - მინდვრის თაგვის ფიგურა

თხა - თიხის პატარა ზანზალაკი

მაიმუნი - თიხის ვირთხის ფიგურა

მამალი - ახალი ცხვირსახოცი გაკვანძული წვერით ერთ ბოლოში

ძაღლი - ძაღლის კერამიკის გამოსახულება

ტახი - ანტიკვარული საფულე

თილისმა აქვს თითოულ თვესაც. ფენ-შუის თანახმად, თვეების მიხედვით ქვები შემდეგია: 

იანვარი - ძოწი

თებერვალი - ამეთვისტო

მარტი - აქვამარინი

აპრილი - ალმასი

მაისი - ზურმუხტი

ივნისი - მარგალიტი

ივლისი - ლალი

აგვისტო - ტოპაზი

სექტემბერი - საფირი

ოქტომბერო - ოპალი

ნოემბერი - ბერილი

დეკემბერი - ფირუზი

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება