სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა ფერებში უნდა შევიმოსოთ ახალი წლის ღამეს და რა ტონალობებში მოვრთოთ სახლი, რომ იღბალი მოვიზიდოთ? - 2020 წლის ფერთა გამა
25-12-2019
-
+


ფერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. ამბობენ, რომ ახალი წლის ღამეს სწორად შერჩეული ფერები წარმატების და სასიკეთო ცვლილებების მომტანია. რა ფერებით შევიმოსოთ ახალი წლის ღამეს? რომელი ფერებით მოვრთოთ სახლი, რომ ახალ წელს ოჯახში სიყვარული და წარმატება მოვიზიდოთ?

2020 წელი ჩინური კალენდრით თეთრი მეტალის ვირთხის წელია. ამ წლის მთავარი ფერებია: თეთრი, ლურჯი, ოქროსფერი და მწვანე.  

თეთრი ახალ წელს თეთრი ფერის სამოსი წარმატებას,  მშვიდობას, სიახლეებსა და ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. თეთრი შეესაბამება მეტალის ფერს, რაც ნიშნავს, რომ 2020 წელს სიმდიდრეს და წარმატებას გპირდებათ.

მეტალს უკავშირდება ვერცხლისფერი და ნაცრისფერი, ამიტომ ეს ფერებიც ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

ლურჯი/ცისფერი

ლურჯი მდინარესთან ასოცირდება, მდინარე კი - მოძრაობასთან. ეს ფერი ასევე კომუნიკაციის სიმბოლოდ ითვლება და იზიდავს ახალ და სასიკეთო ინფორმაციებს.

ახალი წლის ღამეს მუქი ლურჯი ფერის სამოსი 2020 წელს აღიარებას და პოპულარობას მოგიტანთ.

თუ სიმშვიდეს ეძებთ, ახალ წელს სახლში ცისფერი ან ლურჯი სანთლები დაანთეთ.

ცისფერი "ბედნიერებისფრად" აღიარეს. თუ ეძებთ სიბრძნეს, სიმშვიდეს ან უბრალოდ ოპტიმისტური განწყობა გჭირდებათ, ლურჯი ან აკვამარინისფერი ტანსაცმლით შეიმოსეთ.  

ოქროსფერი - ოქრო სიმდიდრესთან ასოცირდება, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ ფერს მეტი ცოდნა, ინტელექტი, ასევე მეგობრების და ოჯახის წევრების სიყვარული და მხარდაჭერა მოაქვს.

მწვანე - ჩინეთში მწვანე ფერი სიმდიდრესთან, ნაყოფიერებასთან, დაბალანსებასთან, ზრდასთან და ჰარმონიასთან ასოცირდება. მწვანე ფერი ამცირებს სტრესს და ეხმარება ადამიანს, შეინარჩუნოს სიმშვიდე. 2020 წლის ერთ-ერთი ფავორიტიც სწორედ მწვანე ფერია. მწვანე ჯანმრთელობის მომტან ფრადაც ითვლება.

გარდა 2020 წლის აქტუალური ფერებისა, გთავაზობთ ფერების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ, სანამ საახალწლოდ სახლს მორთავთ ან სადღესასწაულო სამოსს შეიძენთ.

შინდისფერი - ეს ფერი დიდი წარმატებასთან და კეთილდღეობასთან ასოცირდება და მდიდრულად ითვლება.

ფუქსია (მკვეთრი ვარდისფერი) - მათთვის, ვისაც იღბალთან ერთად ემოციური სტაბილურობა სჭირდება, ეს ფერი შესანიშნავი არჩევანია.

ფორთოხლისფერი - ეს ფერი სიცოცხლის, ენერგიისა და მოტივაციის სიმბოლოა. მას შეუძლია, თავი ბედნიერად გაგრძნობინოთ და სიბრძნე შეგმატოთ.

ვარდისფერი - ინტიმური ურთიერთობის, სიყვარულისა და რომანტიკის ფერია. თუ გსურთ, ამ წელს რომანტიკული ურთიერთობები მოიზიდოთ, მაშინ ახალი წლის ღამეს ვარდისფერ ტანსაცმელში გამოეწყვეთ.

მეწამული - ეს „სამეფო“ ფერია. ეს ფერი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს პროფესიულ წარმატებას. ჩინურ კულტურაში მეწამული წარმოადგენს ღვთაებას და უკვდავებას. მას ასევე იყენებენ სიყვარულისა და რომანტიკის სიმბოლოდ.

წითელი - მშვენიერი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს სიყვარულს და ვნებას. ამ ფერს ასევე წარმატება მოაქვს კარიერასა და ძალაუფლების მოპოვებაში.

ყვითელი - თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ, საახალწლო სამზადისისას არჩევანი ყვითელ ფერზე შეაჩერეთ. ამ ფერის დახმარებით მოაგვარებთ პრობლემებს და აიმაღლებთ განწყობას.

ნუ ჩაიცვამთ შავ ფერს - ის არ არის ხელსაყრელი დღესასწაულებზე. ჩინელები ფიქრობენ, რომ თუ ახალ წელს შავი სამოსით შეხვდებით, წარუმატებელი წელი გექნებათ. მათი ახსნით, ეს ფერი ასოცირდება მოხეტიალე სულებთან, შესაბამისად, ამ ფერით მოიზიდავთ გზააბნეულ სულებს, რომლებიც ცხოვრებაში თავგზას აგირევენ.

ახლა თქვენ უკვე იცით, რომელი ფერია აქტუალური 2020 წელს, რომელი ფერი მოგიტანთ სიყვარულს, ფულს, წარმატებასა და ჯანმრთელობას. შეგიძლიათ, თამამად შეიძინოთ სადღესასწაულო სამოსი და მორთოთ სახლი ბედნიერების მოსაზიდად.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ: „იღბლიანი“ პროდუქტები, რომლებიც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

თბილისი-ბათუმი - 13 და 20 ივნისს Izrune.ge პროექტის კაშკაშა „ვარსკვლავებს“ დიპლომებსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს

როგორ გამოვთვალოთ სტუდენტისთვის ბინის შეძენის ბიუჯეტი

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

საკლასო ოთახი საზეიმოდ მოირთო, თავად ბავშვებიც ლამაზად შეიმოსნენ

პედაგოგებმა ბავშვებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მოულოცეს და მოსწავლეებს ბედნიერი ბავშვობა უსურვეს

მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ მუზეუმში განთავსებული ფოტომატიანით

სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზ მირიან სამხარაძემ მოსწავლეებს წარმატება მიულოცა და წინსვლა უსურვა

მოსწავლემ საკუთარი ნამუშევრების შესახებაც ისაუბრა, მისი თქმით ხატვა ხუთი წლის ასაკში დაიწყო

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება