სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აკეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „ქართული ფოლკლორი“ განხორციელდა
06-12-2019
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, აკეთის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „ქართული ფოლკლორი“ განხორციელდა.

პროექტმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ქართული ხალხური მუსიკისა და საკრავების შესახებ მწირი ინფორმაცია ჰქონდათ.        

პროექტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად წარიმართა. 

ხალხური ფოლკლორის უკეთ შესწავლის მიზნით მოსწავლეები ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ფოლკლორის ცენტრის დირექტორ ავთანდილ სურგულაძეს გაესაუბრნენ და მისგან ინტერვიუ აიღეს.

მოსწავლეები ლოტბარებს,  მაია გელაშვილსა და ლაშა ჩხარტიშვილს, შეხვდნენ, დაისვა არაერთი მათთვის საინტერესო კითხვა.

მოსწავლეები გურიაში გავრცელებული საკრავების, სოინარისა და ჩონგურის სწავლების,  კრიმანჭულისა და საგალობლების შესწავლის რეპეტიციებსაც დაესწრნენ,  ანსამბლ „სამშვენისის“ მიერ შესრულებულ ხალხურ სიმღერებს გაეცნენ და ძველი ქართველი ხალხური სიმღერების შემსრულებელი მომღერლების ფოტო-გამოფენაც დაათვალიერეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება