სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ჩემპიონატის დღე წალენჯიხაში - მუნიციპალიტეტი „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას ელოდება
06-12-2019
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, წალენჯიხის კინოთეატრში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა შეროზია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი კორნელი კვარაცხელია, წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „წალენჯიხის ეტალონ მოსწავლეს“ ნინო ბელქანიას  გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლასაც გადაეცა.

ჩემპიონატზე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ხალხურ საკრავთა ანსამბლმა „თუთა„ სიმღერები, „დარიალი“ და „შენსა მოსვლას მზე მოჰყვა“ შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

ასევე იხილეთ: 

წალენჯიხის მოსწავლეთა საყურადღებოდ

წალენჯიხის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

„ეტალონი“ მოტივატორია მოსწავლეებისთვის“ - წალენჯიხაში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა

თხოვნა წალენჯიხიდან - სპეციალური ცვლილებაა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გრაფიკში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება