| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა.
აღსანიშნავია, რომ ტენდერის გზით სათამაშო ინვენტარის შეძენა თბილისის ბაღებისთვის პირველად მოხდა, რადგან ჩვეულებრივ, საბავშვო ბაღები სათამაშოებს თავად ანახლებდნენ.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად, N73 და ბაგა-ბაღ "ხუთკუნჭულაში" იმყოფებოდა. კახაბერ გვანცელაძემ შეძენილი სათამაშოები აღსაზრდელებთან ერთად დაათვალიერა.
„სათამაშოების შესყიდვისას გავითვალისწინეთ არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და ასაკობრივი კატეგორიები. მნიშვნელოვანია, რომ შეძენილი ინვენტარი აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მასალით არის დამზადებული,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საბავშვო ბაღებში ხის მასალისგან დამზადებული სათამაშოების შეტანაც დაიწყება.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას