TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გია ყანჩელის ხსოვნას სასწავლო პროექტი მიუძღვნეს
03-12-2019
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნატალია თურქაძის ხელმძღვანელობით გია ყანჩელის ხსოვნას სასწავლო პროექტი მიუძღვნეს, რითაც მისი შემოქმედებისადმი პატივისცემას გამოხატეს.

მოსწავლეები სამი  კვირის განმავლობაში  მუშაობდნენ თემაზე, მასალები მოიძიეს, გია ყანჩელის მელოდიას მოუსმინეს, ნახეს ფილმები მისი მუსიკის თანხლებით, გაეცნენ ლიტერატურას, კომპოზიტორის ბიოგრაფიას, სხვადასხვა გამოჩენილი ქართველი თუ უცხოელი ადამიანის მოსაზრებებს მისი შემოქმედების შესახებ. ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა კი დიდი მაესტროს პორტრეტი შექმნა, რითაც მან ყანჩელისადმი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა.

დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა პროექტი შეაჯამეს და წარადგინეს პრეზენტაცია, სადაც ბავშვებმა გია ყანჩელის შემოქმედებასა და მის ღვაწლზე ისაუბრეს. სიყვარულით გაიხსენეს ფილმები და სპექტაკლები მისი მუსიკით, ისაუბრეს მისი ბავშვობისა და სტუდენტობის წლებზე. „აღნიშნეს, თითოეული ქართველისთვის თუ როგორ საყვარელი და საამაყო, უზენაესი საკაცობრიო ფასეულობებითა და ადამიანისადმი სიყვარულით შექმნილია მისი შემოქმედება“ , - წერია სკოლის ინფორმაციაში.

პედაგოგმა  დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებს სიურპრიზად შესთავაზა  ქვიზი - „შეამოწმე, როგორ გესმის ყანჩელის", მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ მოსმენილი მუსიკის სახელწოდებები. „აქტივობა წარმატებით განხორციელდა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ „ის აქ არის" და მისი მუსიკა ჭეშმარიტად გაუძლებს დროს“, - წერს სკოლის ადმინისტრაცია.

„ის ყველგან ისმის... ჩვენს ჯგუფშიც ისმის... ჩვენს სულშიც და გონებაშიც... მისი მელოდია გამშვიდებს, გადაჰყავხარ ზღაპრულ სამყაროში, სადაც სიმშვიდე, სიკეთე, ლამაზი ფერებია... სადაც მზე კაშკაშებს... სადაც ყვითელი ფოთლებია, მაგრამ მაინც მშვიდი და იმედით სავსე ხარ ... მის მუსიკას ზეცაში აჰყავხარ და გათავისუფლებს ყოველდღიური პრობლემებისგან, ხდები უფრო პატიოსანი და სუფთა, უფრო მშვიდი და კეთილი“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
პროექტის მთავარი იდეა იყო ბავშვმა ითამაშოს, იმოძრაოს, იფიქროს, ითანამშრომლოს და მიხვდეს, რომ მათემატიკა არ არის მხოლოდ ციფრები, ის არის თამაში, აღმოჩენა და თავგადასავალი
 

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება