სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გარე დაკვირვების გეგმა და რეფლექსია 150 ლარად - „რა უნდა ისეთ პედაგოგს სკოლაში, რომელსაც სხვა უწერს გეგმას“
05-12-2019
-
+


გარე დაკვირვების გაკვეთილის დაგეგმვა 150 ლარად - ასეთი შეთავაზება აქვთ პედაგოგებისთვის საკონსულტაციო ცენტრებს. მსგავსი შინაარსის სარეკლამო პოსტების ნახვა სოციალურ ქსელში მრავლად შეიძლება. 

მიმზიდველი სარეკლამო განცხადება, რომელსაც პედაგოგებისთვის ერთ-ერთი ცენტრი აქვეყნებს, ასეთია:  

„5 გაკვეთილის გეგმის ერთობლივად მომზადების+რეფლექსიის+აპელაციის ჯამური საფასურია 150 ლარი. წინასწარ არ იხდით არცერთ თეთრს, მხოლოდ მას შემდეგ ხდება ანგარიშსწორება, რაც მასწავლებელთა სახლი დადებითად შეგიფასებთ გეგმებს. ამასთან, გეგმის დახარვეზების შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს აპელაციის მომზადებასა და წარდგენას ფინანსური ვალდებულების (50 ლარი) დაფარვის ჩათვლით. ჯგუფებთან მუშაობის გარდა, გთავაზობთ, დისტანციურ თანამშრომლობასაც (სატელეფონო კონსულტაცია, ელ.ფოსტა, მესენჯერი და სხვა პლატფორმები).

გაითვალისწინეთ, გაკვეთილის გეგმები იწერება უშუალოდ მასწავლებლის აქტიური თანამონაწილეობით და ჩართულობით, სამუშაო პროცესში, ეტაპობრივად“. 

აღნიშნული შესაძლებლობას მასწავლებელთა ნაწილი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, თუმცა ისინი ამას საჯაროდ, რა თქმა უნდა არ აღიარებენ. პედაგოგთა ნაწილი კი შეთავაზების შესახებ უკმაყოფილებას გამოთქვამს. გთავაზობთ, მათი კომენტარების ნაწილს: 

„ნეტა, რა უნდა ისეთ პედაგოგს სკოლაში, რომელსაც სხვა უწერს გეგმას. ასეთი მასწავლებლების ადგილი არ არის ბავშვებთან“.

„ანუ მასწავლებელს რომელსაც სურს გახდეს წამყვანი 150 ლარად დაუწერენ გეგმას... და ახლა მაინტერესებდა მთავარი კითხვა - იმ კლასში, სადაც მასწავლებელი გაკვეთილს ატარებს, სადაც მხოლოდ მისი ნაცნობ-შესწავლილი მოსწავლეები არიან, გარე პირი დაუწერს გეგმას? ანუ მან უკეთ იცის რა აქტივობები გაწეროს გეგმაში? რატომ ასწავლიან ასეთი მასწავლებლები სკოლაში, როცა გარე პირი უწერთ გაკვეთილის გეგმას მაღალი სტატუსის - წამყვანობისთვის!“.

„რა „ვერ გავიგე“ იცით? ამდენი კვლევა, შიდა თუ გარე დაკვირვება, კრედიტქულები... რისთვის არის საჭირო თუ შემდეგ არ განახორციელე? რატომ უნდა ამადლიდეს თავს მასწავლებელი მოსწავლეს, რომ ის სერთიფიცირებულია? ასე მგონია მოიპოვეს ანაზღაურება და მორჩა.. გაკვეთილი ვის ახსოვს?...ძალიანაც ვიცავდი კოლეგიალობას, მაგრამ ფაქტი?...“.

„ისე მე მაინტერესებს თვითონ რატომ ვერ წერს მასწავლებელი გეგმას, რად უნდა სხვისი გასწორებული ?!“.

აღნიშნულ საკითხზე მასწავლებლის სახლის პოზიცია ჩვენთვის უცნობია. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ ჩვენთან კომენტარი არ გააკეთეს. 

ცნობისთვის, გარე დაკვირვების გეგმა არის მასწავლებლებისთვის სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა. პედაგოგი, რომელიც გარე დაკვირვებისთვის რეგისტრირდება, წარადგენს გეგმას. შემდეგ მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი ესწრება მას გაკვეთილზე. შესაბამისად, დამკვირვებლის შეფასების მიხედვით, პედაგოგს ან შეეცვლება სტატუსი ან არა. 

იხილეთ ასევე:

მასწავლებლების საყურადღებოდ - გარე დაკვირვების ახალი წესი დამტკიცდა

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის თარიღი ცნობილია


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება