სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ემოციური იყო“ - თერჯოლას „ეტალონი მოსწავლე“ ჰყავს
29-11-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ჩხარის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სოფიო ბუსკივაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, თერჯოლის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ.

„თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ძევრის საჯარო სკოლის IXკლასის მოსწავლემ ნიკა კუტალაძემ მოიპოვა.

ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი იმედა მეფარიძე ნიკას გამორჩეულ მოსწავლედ ახასიათებს:

„ეს ბავშვი გამოირჩევა თვითშემოქმედებით. ფლობს უცხო ენას ძალიან კარგად. ზოგადად განვითარებული არის თავის ასაკთან შედარებით. ინტერესი აქვს, წინასწარ ისეთი მასალები მოიძიოს, რომლებსაც ჯერ მისი თანატოლები არ გაცნობიან. მოლოდინი მქონდა, რომ თუ პირველ ადგილზე არა, სამეულში მაინც მოხვდებოდა. ძალიან გაგვახარა ამ გამარჯვებით. მარტო საკუთარი თავი არა, მთელი სკოლა ასახელა.

ჩვენ მაქსიმალურად  ვუდგავართ გვერდით. სკოლა, კლასის დამრიგებელი, მასწავლებლები ვცდილობთ საჭირო რესურსებით ვუზრუნველვყოთ, ვგულისხმობ ინტერნეტს სკოლაში, სახელმძღვანელოებს. ჩვენ, ასევე, გვყავს ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელი, ნიკა სისტემატიურად ურთიერთობს ამ ადამიანთან, მისგანაც ღებულობს გარკვეულ ცოდნას. ფინალში საპრიზო ადგილის მოლოდინი გვაქვს“.

ნიკას ნიჭირებას უსვამს ხაზს მისი დამრიგებელი ხათუნა აბჟანდაძეც:

„ძალიან კარგი ბავშვია. აქვს ზოგადი განათლება თითქმის ყველა სფეროში, რადგან კითხულობს ძალიან ბევრ კლასგარეშე ლიტერატურას, ინტერნეტსაც ძალიან კარგად იყენებს. ველოდებოდი, თუმცა მაინც ძალიან ემოციური და მოულოდნელი აღმოჩნდა ეს გამარჯვება. დღეს ძალიან სასიხარულო დღე გვაქვს სკოლაში.

ფინალზე ფიქრი უკვე დავიწყეთ. აქტიურად მომზადებას ვგეგმავთ იმედი გვაქვს, წარმატებას მიაღწევს“.

„თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ ნიკა კუტალაძე კი ამბობს, რომ გამარჯვება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა:

„რა თქმა უნდა, გამიხარდა. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ყველამ მომილოცა წარმატება, ყველას გაუხარდა და ბედნიერი იყო მთელი სკოლა. იმედი მაქვს, ფინალიც წარმატებული იქნება ჩემთვის და კიდევ ერთხელ შევძლებ ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენას“.

ჩემპიონატში გამარჯვებულმა „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება