სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიიღებენ თუ არა საახალწლოდ მე-13 ხელფასს მასწავლებლები?!
30-11-2019
-
+


ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება ე.წ. მე-13 ხელფასი, რომელსაც როგორც საჯარო ისე კერძო ორგანიზაციები თანამშრომლებს მთელი წლის დაუღალავი შრომისა და მომავალი წლისთვის მოტივაციის ასამაღლებლად აძლევენ.

etaloni.ge დაინტერესდა არის თუ არა მეცამეტე ხელფასი მასწავლებლებისთვის საჯარო სკოლებში  და ვინ წყვეტს ამ საკითხს.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განგვიცხადეს, იმის გამო, რომ საჯარო სკოლას ავტონომია აქვს და არსებულ ბიუჯეტს დირექტორი განსაზღვრავს, სწორედ მასზეა დამოკიდებული პედაგოგები მიიღებენ თუ არა პრემიას ან რამდენი პედაგოგი წახალისდება საახალწლოდ.

პედაგოგების უმეტესობა ამბობს, რომ პრემია ანუ ე.წ. მე-13 ხელფასი ან ანაზღაურებაზე, თანხის დამატებით გამოყოფა, მათთვის უცხოა.  ნაწილის თქმით კი, პრემია მცირე ოდენობით ერიცხებათ.

გთავაზობთ, რამდენიმე პედაგოგის კომენტარს, რომელიც მათ სადღესასწაულოდ პრემიის აღებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთეს:

„9 წელია ვმუშაობ საჯარო სკოლაში და არც ერთხელ არ ამიღია“;

„მე ავიღე 2007თუ 2008-ში, ზუსტად არ მახსოვს. ასევე, ამიღია 50 ლარი დედაენის დღეზე და 50 ლარიანი დენის ვაუჩერი“;

„30 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ“;

„კი, ერთხელ მქონდა ეგ ბედნიერება. მგონი 2007- 2008 წლებში“

„დანამატის სახით საახალწლოდ 50 ლარს ვიღებ“. 

დირექტორების უმეტესობის განმარტებით, ისინი მე-13 ხელფასის გაცემას სკოლებში არსებული ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება