სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს განათლების სისტემის მიმართ უკანასკნელ პერიოდში უპრეცენდენტოდ მაღალი ნდობა დააფიქსირეს
23-11-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირინა აბულაძემ, რომელიც ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის განათლების მინისტერიალში მონაწილეობს, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვისა და ნდობისთვის ევროკავშირის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს განათლების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა.

ამის შესახებ etaloni.ge -ს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მინისტერიალზე, რომელსაც ფინეთის განათლების მინისტრი ჰანა კოსონენი ხელმძღვანელობდა და რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის განათლების მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, მთავარ თემას სწავლა-სწავლების სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები წარმოადგენდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს განათლების სისტემის მიმართ უკანასკნელ პერიოდში უპრეცენდენტოდ მაღალი ნდობა დააფიქსირეს. ეს გამოიხატა როგორც საქართველოში ევროკავშირის ხელშეწყობით „ევროპული სკოლის“ პროექტის დაწყებაში, ასევე Erasmus + პროგრამაში დამატებით 6 მლნ ევროს დამატებაში (რაც დამატებით 800-მდე სტუდენტის სასტიპენდიო პროგრამაში ჩართვას გულისხმობს), უმაღლესი განათლების სისტემის Enqa-ში, Eqar-სა და ევროკავშირის სამეცნიერო პორტალ Euraxxess ში გაწევრიანებაში.

შეხვედრაზე საქართველოს მხარემ დააყენა ინიციატივა გაიზარდოს Erasmus-ის პროგრამაში სტუდენტების სასტიპენდიო ადგილების რაოდენობა. ამასთან, Erasmus-ის გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა პროფესიული განათლების საფეხურის სტუდენტებსა და მასწავლებლებსაც მიეცეთ“,- აღნიშნულია სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება