სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

რატომ იმატა ონკოდაავადების მაჩვენებელმა ბავშვებს შორის საქართველოში?
23-11-2019
-
+


ბოლო ხუთ წელიწადში ბავშვებში ონკოდაავადებების მაჩვენებელმა საქართველოში დაახლოებით  ექვსჯერ იმატა. დღე არ გავა, სოციალურ ქსელში არ გავრცელდეს თხოვნა - „დავეხმაროთ ოჯახს ბავშვის უცხოეთში გადაყვანასა და მკურნალობაში“. ეს ქართული მწარე რეალობაა, რომელსაც ძლიერნი ამა ქვეყნისა ჯიუტად არ უსწორებენ თვალს.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ალბათ ისაა, რომ მოხდეს დროული დიაგნოსტიკა, თუმცა ამ საკითხს არსებული სოციალური ფონი ართულებს... მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ონკოდაავადებების მკურნალობას ნაწილობრივ აფინანსებს, ეს მაინც არაა საკმარისი და ხშირად ოჯახს ყველაფრის გაყიდვა და უცხოეთში გადახვეწა უწევს პატარის სიცოცხლის გადასარჩენად. „ემიგრანტი პაციენტები“ კიდევ ერთი პრობლემაა ქვეყნისთვის...

რატომ გაჩნდა უნდობლობა ქართველი თეთრხალათიანების მიმართ, რატომ იმატა ბავშვებში ონკოდაავადებების მაჩვენებელმა და არსებობს თუ არა გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან? - etaloni.ge-ს კითხვებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი თენგიზ ზუხბაია პასუხობს:

- უკვე ათეულ წელზე მეტია მთელ მსოფლიოში იმატა ბავშვთა ონკოლოგიის მაჩვენებელმა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტატისტიკით, ყოველ 100 ათასი ბავშვიდან 15 ონკოპაციენტია. აქ ასევე მნიშვნელოვანია გეოგრაფიული მდებარეობაც - მაგალითად იაპონიაში შესამჩნევად იმატა .ე.წ. ნეირობლასტომის შემთხვევებმა, რომელიც სწრაფად ვითარდება და აგრესიულია.

- რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, მოსახლეობის სოციალურ ფონსაც თუ გავითვალისწინებთ?

- სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული მაჩვენებელი არც საქართველოშია. საქმე ისაა, რომ დაავადების 60 % მოდის ე.წ. ჰემობლასტომებზე და უკვე მის შემდეგაა სოლიდური სიმსივნეები, რომლებიც სხვადასხვა ორგანოდან მომდინარეობს.

- რამდენად სწრაფად ხდება დიაგნოსტირება და განკურნების მაჩვენებელი თუ გვაქვს კარგი?

- ამ დაავადებების დიგნოსტიკა ხდება სამ წლამდე, დაავადების პიკირებისას - ესაა პირველი ზღვარი, ხოლო შემთხვევათა მატების მეორე ეტაპი სქესობრივი მომწიფების პერიოდია... მაგალითად უცხოეთში, დროული დიგნოსტირებისთვის, სკოლებში ატარებენ სკრინინგს და საეჭვო შემთხვევებში ბავშვებს უნიშნავენ მიზანმიმართულ გამოკვლევებს.

- სწორედ ამას გეკითხებით, საქართველოში რამდენადაა დამკვიდრებული ადრეული დიაგნოსტირების პრაქტიკა... ფაქტია - სკოლაში ბავშვებს არანაირ გამოკვლევებს ჩვენთან არ უტარებენ.

- ოჯახის ექიმის პრეროგატივაა, ბავშვს დამატებითი გამოკვლევები დაუნიშნოს საჭირო შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში, ბევრ რამესთან ერთად, ეს საკითხიც არაა მოწოდების სიმაღლეზე.

- რა კატეგორიის ბავშვები ხვდებიან ამ მხრივ რისკჯგუფში?

- ზოგადად, წამყვან ფაქტორად მსოფლიოს მეცნიერები მიიჩნევენ ორსულობისას სიგარეტის მოწევას, მედიკამენტების მიღებას, ვირუსული ინფექციების ფონს...

- სტრესი, არაჯანსაღი საკვები... ეს ყველაფერი გასაგებია, ბატონო თენგიზ, მაგრამ ალბათ მეტი კონკრეტიკაა საჭირო, რათა მომავალმა მშობელმა გაითვალისწინოს თქვენი რჩევები.

- გეთანხმებით, სხვა საკითხია რამდენად ჯანსაღია საკვები პროდუქტი, არის თუ არა მასში რადიაციული ფონის შემცველი მინარევები... მაგრამ განსაკუთრებული როლი განეკუთვნება გენეტიკურ ფაქტორს. ნორმალურ კლინიკებში ექიმი ადგენს გენეტიკურ რუკას. სწორედ ონკოპაციენტთა შთამომავლობაა რისკჯგუფში.

- „ნორმალური კლინიკები“ რას ნიშნავს...  პაციენტები უცხოეთში სამკურნალოდ იმიტომ მიჰყავთ, რომ ჩვენთან არასათანადოდ მკურნალობენ?

- მკურნალობაზე ვერაფერს ვიტყვი; ახლა მიღებულია გაიდლაინები - მონაცემების შეჯერებითა და სპეციალისტთა დასკვნების შესაბამისად ინიშნება მკურნალობა - ქირურგიული ოპერაცია, სხივური თუ ქიმიოთერაპია. რა თქმა უნდა, მკურნალობის ეს მეთოდები ძვირია, მაგრამ სახელმწიფო აფინანსებს; თუმცა, როცა პაციენტი მიჰყავთ უცხოეთში, არაფერი ფინანსდება. სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მიმაჩნია, რომ უნდა გაკეთდეს სპეციალიზებული ბავშვთა ონკოლოგიური სტაციონარი, რომელიც ჩვენთან არ არსებობს.

- მახსოვს, რომ დაანონსდა ასეთი კლინიკის მშენებლობა…

- დაპირება ბევრია, ამ ბავშვების მდგომარეობა კი, დღეისთვის, არასახარბიელო. მათ გეგმური, სკურპულოზური მკურნალობა ესაჭიროებათ. ყოველ წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რათა  კარგი შედეგი დადგეს, ჩვენ კი, სამწუხაროდ, უამრავი შემაფერხებელი ფაქტორი გვაქვს,

- რომელთა შორის სპეციალისტების დეფიციტიცაა ალბათ - კარგ ექიმს პაციენტი უცხოეთში არ გაექცევა...

- კარგი სპეციალისტები რომ გაიზარდონ, მცოდნე ადამიანებთან უნდა გადიოდნენ პრაქტიკას. ორმოცი წელი ვმუშაობდი ონკოლოგიის ცენტრში, მაგრამ „ჭკვიანმა ხალხმა“ იქაურობა დაშალა. სკოლა, ფაქტობრივად, არ არსებობს. მე უნდა მეხვეწებოდნენ, ახალგაზრდებს მიეცი განათლება და გაუზიარე პრაქტიკაო. თავი არ დამიზოგავს, რომ ვხედავდი, მშობელს საშუალება არ ჰქონდა, პაციენტისთვის სახლიდან მიმიტანია საჭმელი... მაგრამ დაფასება არც მშობლისგან მიმიღია და არც სახელმწიფოსგან.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

„ენობრივი მახეები“: 17 შეცდომა, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვუშვებთ 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება