სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ გამარჯვება ნამდვილად დაუვიწყარი ემოცია იყო“ - ზუგდიდმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
14-11-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ზუგდიდის N4 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა, ზუგდიდის რესურსცენტრის წარმომადგენელი მამუკა ბულია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

„ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ზუგდიდის N7 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ლუკა კეზუამ მოიპოვა. 

ზუგდიდის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ლია გრიგოლია ამბობს, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებსა და მშობლებში დიდ ინტერესს იწვევს:

„ლუკას, ზოგადად, კონკურსების მიმართ ძალიან დიდი მოტივაცია აქვს. გარდა საგაკვეთილო პროცესისა, მისთვის საინტერესო კითხვები სკოლაში მოაქვს და მასწავლებლებთან ერთად განიხილავს. ლუკას „ეტალონის“ კონკურსებში მონაწილეობა აქამდეც მიუღია. კონკურსის თემატიკა დაახლოებით იცის და მომზადებაში მასწავლებელიც ეხმარება, ამიტომ ეს პროცესი მისთვის რთული არ ყოფილა.

ლუკა კეზუა სკოლის გამორჩეული მოსწავლე და არაერთი ოლიმპიადის გამარჯვებულია. მეორე ადგილზე იშვიათად გადის. სულ პირველი ადგილისა და გრამპრის იღებს. ლუკა არის ადამიანი, რომლსაც სწავლა უნდა და ამისთვის ყველა საშუალებას იყენებს. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მასშტაბითაც მიაღწევს წარმატებას. ის ამას იმსახურებს.

„ეტალონი“ ჩვენს სკოლაში განსაკუთრებით იმ დროიდანაა პოპულარული, როდესაც სატელევიზიო არხის საშუალებით გადიოდა. მოხვეჭილი ავტორიტეტი მშობლებსა და მოსწავლეებშიც პროექტისადმი საკმაო ინტერესს იწვევს. ბავშვები ცდილობენ ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღონ. „ეტალონის“ სერტიფიკატები, ლუკას გარდა, 5 მოსწავლეს გადაეცა. ხუთივეს დიდი მოტივაცია აქვთ, რომ ლუკას მსგავს წარმატებას მიაღწიონ“.


„ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე“ ლუკა კეზუა ამბობს, რომ ჩემპიონატში გამარჯვება მისთვის დაუვიწყარი ემოცია იყო:


„ეტალონში“ გამარჯვება ნამდვილად დაუვიწყარი ემოცია იყო. მით უმეტეს 82 ბავშვიდან მე რომ გავიმარჯვე და  მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ მქვია. წიგნები მქონდა, სადაც „ეტალონის“ მსგავსი თემებიდან ზოგადი შეკითხვები იყო და იქედან ვმეცადინეობდი. შემდეგი ეტაპისთვისაც ვემზადები.

ჩემი აზრით, „ეტალონი“ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რადგან ახალგაზრდების ზოგად განათლებას ამოწმებს. კარგი იქნება ტელევიზიაში ისევ თუ დააბრუნებენ“.

შენთვის შეკითხვები რამდენად საინტერესო აღმოჩნდა?

„ზოგადი თემებიდან საინტერესო და დამაფიქრებელი შეკითხვები იყო. რთულიც არ ყოფილა. ჩემპიონატზე საასპარეზოდ სასკოლო მასალის ცოდნა აუცილებელია, მაგრამ დამატებითი მასალების წაკითხვაც სასურველია. კარგი შედეგის მიღებაში ეს უფრო მეტად გვეხმარება“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:

გთავაზობთ ზუგდიდის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

ზუგდიდის მოსწავლეთა საყურადღებოდ

ზუგდიდის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

„ეტალონი“ მოსწავლეების წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ზუგდიდში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა

სრული ფოტოკოლაჟის სანახავად გადადით ბმულზე

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ისტორიის საგამოცდო პროგრამაში... - ცვლილებები სრულად

ქართულის საგამოცდო პროგრამა გაიზარდა: „ჰაკი აძბა“, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „გოგჩა“... კიდევ რისი ჩაბარება მოგიწევთ 2026 წლის ეროვნულებზე

2026 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით გამოქვეყნდა

სკოლის ნიშნები უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად და გამოცდები დაწყებით-საბაზო საფეხურებზე - ცნობილია, რა ცვლილებებს ითვალისწინებს 2026 წლის ბიუჯეტი

ზოგადი უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - NAEC

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა სააქციო საზოგადოების მნიშვნელობაც შეისწავლეს და ბიზნესის არსიც უკეთ გაიაზრეს

დირექტორის ხელმძღვანელობითა და თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა ერთიანი სადღესასაწაულო ატმოსფეროს შექმნა სკოლაში

მოსწავლეები საახალწლო ფუსფუსში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ, ბევრი იხალისეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება