სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ''ბაღდათის ეტალონ მოსწავლეს'' ფულად პრიზს გადასცემს
23-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ბაღდათის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.    

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ბაღდათის N2 სკოლაში ჩატარდა.

ბაღდათის სკოლების გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''ბაღდათის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს საკრაულის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თამარ კობახიძე დაეუფლა.

ბაღდათ-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა ღონისძიებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ''ეტალონი'' პატრიოტული პროექტია და პარლამენტის წევრთა უმრავლესობა, მხარს უჭერს მის სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებას:

''როგორც ყოველთვის და ყველგან, ''ეტალონი'' არის საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული. ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლეებს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს და ასევე ზრდის მათი სწავლის მოტივაციას. ღონისძიება კარგად იყო ორგანიზებული. ადგილობრივები კმაყოფილები დარჩნენ. ბატონი გოჩა თავისი საქმის პროფესიონალი და გამორჩეული ადამიანია. ''ეტალონი'' არის ყველაზე მამულიშვილური და პატრიოტული პროექტი. ჩვენ, პარლამენტის წევრთა უმრავლესობა, მხარს უჭერს ამ პროექტს, მის სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებას და უფრო გაფართოებული მასშტაბებით განხორციელებას.''   

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გია მაჩიტაძის თქმით, ღონისძიება, როგორც ყოველთვის, ორგანიზებულად ჩატარდა:

''ეტალონი'' ყოველთვის ორგანიზებულად ტარდება. მოსწავლეების საკმაოდ დიდი რაოდენობა იღებდა ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობას. საკმაოდ კმაყოფილი დარჩნენ როგორც მონაწილეები, ასევე დამსწრე საზოგადოება. მოსწავლეებმა ცოდნის მაღალი დონე აჩვენეს.''  
 
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გია მაჩიტაძემ აღნიშნა, რომ ''ბაღდათის ეტალონ მოსწავლეს'' საკრებულო ფულად პრიზს, 300 ლარს გადასცემს. 

ბაღდათის რესურსცენტრის მ.შ. ვანო ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მოსწავლეები ინტელექტ-შეჯიბრით ძალიან დაინტერესებულები არიან:

''ეტალონზე'' მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. შესანიშნავად ჩატარდა ინტელექტ-შეჯიბრი. მოსწავლეები და დამსწრე საზოგადეობაც კმაყოფილი იყო. ''ეტალონი'' მნიშვნელოვანი შეჯიბრია და მივესალმებით ამ პროექტს. მოსწავლეებიც ძალიან დაინტერესებულები არიან.''

''ბაღდათის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი თამარ კობახიძე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება